რა წვენი იქნება კარგი უზმოზზე დასალებად ჭამის მადა... | რჩევები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები

კატეგორია - რჩევები

31-10-2012

-რა წვენი იქნება კარგი უზმოზზე დასალებად ჭამის მადა და ჰემოგლობინი რომ მომიმატოს?

პასუხი
-ჯანმრთელ ადამიანს უმადობა არ უნდა აწუხებდეს. შესაბამისად, უმადობის მკურნალობაც მის გამომწვევ დაავადებასთანაა დაკავშირებული. ზოგადად, რასაკვირველია,შეიძლება გირჩიოთ მასტიმულირებელი საშუალებები - ვიტამინები, ჟენშენის, ფუტკრის რძის პრეპარატები.
რკინით მდიდარი საკვების და ხალხური საშუალებების მიღება რკინადეფიციტური ანემიის პროფილაქტიკისთვის სასარგებლოა, მაგრამ როცა უკვე ანემიაა განვითარებული, მხოლოდ რაციონის რკინით გამდიდრება საკმარისი არ არის. აუცილებელია, სათანადო დოზით დაინიშნოს რკინის პრეპარატები, რათა გამოსწორდეს სისხლის სურათი და შეივსოს რკინის მარაგი. ჩვეულებრივ, ინიშნება რკინის შემცველი ტაბლეტები. ინექციების სახით რკინა მხოლოდ მაშინ ინიშნება, როცა დარღვეულია მისი შეწოვა. მკურნალობა, გარდა რკინის დეფიციტის აღმოფხვრისა, მისი გამომწვევი დაავადებების თერაპიასაც გულისხმობს. დაგისახელებთ იმ საკვებს, რომლიდანაც რკინა ადვილად შეიწოვება. ასეთია საქონლის ხორცი. გარდა ამისა, რკინით მდიდარია ზღვის პროდუქტები, ფრინველის ხორცი, კვერცხი. რკინის მნიშვნელოვანი წყაროა მცენარეული საკვებიც: ლობიო, ბარდა, ისპანახი, ქიშმიში, კაკალი, მარცვლეული, - თუმცა მცენარეულ საკვებში არსებული რკინის შეწოვა უფრო ძნელია. პროფილაქტიკის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია სპეციალური რკინით გამდიდრებული პროდუქტები, მაგალითად, რკინით გამდიდრებული პური. საკვებში არსებული რკინის შეწოვას ხელს უწყობს С ვიტამინი და ციტრუსის წვენი, პომიდორი, პომიდვრის წვენი, მწვანე და წითელი წიწაკა, თეთრი ღვინო, აქვეითებს წითელი ღვინო, ყავა, ჩაი.
ანემიის დროს ხალხურ საშუალებებზე ინფორმაციის ნახვა შეგიძლიათა ამ მისამართეზე:
http://mkurnali.ambebi.ge/index.php/medicinis-siakhleni/2348-2011-01-03-09-27-28.html
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად