რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-პირველ რიგში, მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ ჩემს მიერ დასმულ კითხვაზე პასუხისათვის. კიდევ მაქვს რამოდენიმე კითხვა. არსებობს ისეთი მაზი ან რაიმე ისეთი,რაც ნაჭრილობებს გააქრობს?ანუ დანით დადებულ შრამს???თუ რაიმე არსებობს გთხოვთ იქნებ მირჩიოთ... 1 თვეა რაც ვიმშობიარე და მშობიარობის მერე დამეწყო სახეზე ქერცლი (განსაკუთრებით შუბლსა და ცხვირის ირგვლივ).როდესაც სახეს ვიწმინდაბ ცხელი წყლით,მერე მიწითლდება.თითქოს ალერგიაა.მაგრამ მეორე დღგეს ეს დაწითლებული იქცევა ისევ ქერცლად,ქერტლად.რა შეიძლება რომ გავაკეთო? უღრმესი მადლობა ყველას
პასუხი
-ნაწიბურის (ე.წ შრამის) საწინააღმდეგო საშუალებებია: კონტრაქტუბექსი, დერმატიქსი, ციკატრიქსი. უნდა იხმაროთ რომელიმე მათგანი (წაისვით თხლად დანაწიბურებულ კანზე დღეში ერთხელ), მაგრამ საკმაოდ ძვირადღირებული პრეპარატებია, შედარებით იაფია კონტრაქტუბექსი. მაგრამ სასურველი შედეგის მისაღწევად აუცილებელია ხანგრძლივი მკურნალობა, თან ნაწიბურის სრული გაქრობა ნაკლებად სავარაუდოა. ახალ ნაწიბურებზე 6 თვე, ძველზე - 12 თვე, 2 ჯერ დღეში, თხლად. კანის ნაწიბურების გაქრობისათვის უნდა მიმართოთ ესთეტიკური მედიცინის ცენტრებს. რაც შეეხება სახეზე პრობლემას, შესაძლოა სებორეული დერმატიტი იყოს მიზეზი, მაგრამ ზუსტი დიაგოზისთვის აუცილებელია დერმატოლოგმა შეაფასოს მდგომარეობა და შესაბამისად დაინიშნება მკურნალობა.