მოგესალმევით სახე მკვრივი რომ მქონდეს რა შეიძლება ... | დერმატოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დერმატოლოგია

კატეგორია - დერმატოლოგია

31-10-2012

-მოგესალმევით სახე მკვრივი რომ მქონდეს რა შეიძლება რომ გამოვიყენო? ვარ 16 წლის

პასუხი
-თუ 40 წლამდე არსებობს ადრეული პრობლემები: მკვეთრად გამოხატული ნაოჭები და/ან სახის კანის ატონია (მოშვებული), მაშინ აუცილებელია კანის გამამკვრივებელი და ნაოჭების კორექციის საშუალებებით მკურნალობის კურსის დაწყება. თანამედროვე და ხარისხიანი კოსმეტიკა ამ პრობლემის გადაჭრის საშუალებას იძლევა. კოსმეტიკური საშუალებები ზრდიან კოლაგენის გამომუშავებას კანის ღრმა ფენებში, ამკვრივებენ კანის ზედა ფენას და აძლიერებენ დაცვის დონეს. ამ საშუალებების შერჩევაში დაგეხმარებათ კოსმეტოლოგი. ჩვენ რჩევის სახით გეტყვით, რომ იკვებეთ სრულფასოვნად, მიიღეთ ბევრი ხილი და ბოსტნეული, უარი თქვით სიგარეტზე, ალკოჰოლზე (თუ მათ მოიხმართ), ერიდეთ მზეს (გარუჯვას), სახეზე დღეში რამდენჯერმე შეისხით მონაცვლეობით თბილი და ცივი წყალი.
შემოგთავაზებთ სახის კანის ტონუსის მოსამატებელ ვარჯიშებს:
ვარჯიში 1. შუბლის კანზე (წარბებიდან თმებამდე) მიიჭირეთ ხელის გული. დახარეთ თვალები და 6 წამის განმავლობაში ატრიალეთ თვალები, ამასთან არ აწიოთ ქუთუთოები.
ვარჯიში 2. საჩვენებელი თითები მიიჭირეთ წარბების რკალებზე, წარბები აწიეთ რაც შეიძლება მაღალ, დააფიქსირეთ ასეთ მდგომარეობაში 6 წამი.
ვარჯიში 3. წარბები აწიეთ რაც შეიძლება მაღალ, ორივე ხელის თითები მჭიდროდ დაადეთ მათ ქვემოთ და თვალები დახუჭეთ 6 წამით. შემდეგ მოდუნდით.
ვარჯიში 4. პირის კუთხეები ძლიერად გაწიეთ აქეთ იქით (მარჯვნივ_მარცხნივ), შემდეგ აწიეთ ზემოთ, ლოყის კუნთები მოდუნებული უნდა გქონდეთ. გაიმეორეთ ეს ვარჯიში 2-3-ჯერ.
ვარჯიში 5. დაჯექით სკამზე, ზურგი გაასწორეთ. დაძაბეთ ნიკაპისა და ენის კუნთები. ნელ-ნელა გადახარეთ თავი უკან, შემდეგ დახარეთ წინ. მოდუნდით.
არსებობს ვარჯიშები სხვა კომპლექსი:
ვარჯიში 1. დადექით სარკის წინ, რამდენჯერმე გაიმეორეთ ბგერები ოო და აა.
ვარჯიში 2. გააკეთეთ ტუჩები ბაბთასავით და ატრიალეთ საათის ისრის და მის საწინააღმდეგო მიმართულებით.
ვარჯიში 3. დაძაბეთ ყბის კუნთები, მიიღეთ ისეთი სახე თუთქოს, ძლიერ განიცდით რამეს. იმისათვის, რომ გააძლიეროთ კუნთების დაძაბულობა ამ ვარჯიშის შესრულების დროს, წარმოიდგინეთ, თითქოს კბილზე მიგეკროთ ნუგა და თქვენ მთელი ძალით ღეჭავთ და ცდილობთ მის მოშორებას.
ვარჯიში 4. გამოწიეთ ნიკაპი წინ, მაქსიმალურად დაძაბეთ კუნთები და წარმოთქვით სიტყვა `იქსი~. გაიმეორეთ ეს ვარჯიში 5-ჯერ.
ვარჯიში 5. მჭიდროდ დახურეთ პირი (შეკარით კრიჭა) და გაწიეთ ტუჩები მარჯვნივ, დაითვალეთ 10-მდე, იგივე გაიმეორეთ მარცხენა მხარეს.
ვარჯიში 6. ყელ-კისერი გაასწორეთ, დაძაბეთ ყელის კუნთები, მოატრიალეთ თავის მარცხნივ, შემდეგ მარჯვნივ. ვარჯიში ძალიან ნელა შეასრულეთ.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად