სტილისტმა მითხრა, რომ მაქვს გამომშრალი თმები და მ... | რჩევები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

იანვარი 2021

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები

კატეგორია - რჩევები

31-10-2012

-გამარჯობათ, სტილისტმა მითხრა, რომ მაქვს გამომშრალი თმები და მჭირდება ნიღაბი, რომელიც საკმაოდ ძვირია ჩემთვის. ხომ ვერ მირჩევდით სახლის პირობებში როგორ შეიძლება აღვადგინო თმის ელასტიურობა? მაქვს თმები საშუალო სიგრძის და ვიღებავ მუქი ყავისფერი საღებავით. ბოლოებიც მეყოფა. რჩევისათვის წინასწარ გიხდით მადლობას.

პასუხი
-ხალხური მედიცინიდანაც გვინდა რამდენიმე რჩევა მოგცეთ:
თმების სიმშრალის შემთხვევაში სასარგებლოა თავის დაბანვა 37 გრადუსამდე შემთბარი ცხიმმოხდილი მაწვნით. თმებზე უნდა წაისვათ მაწონი, თავზე მოიხვიოთ პერგამენტის ქაღალდი და შემდეგ შალის თავშალით შეიფუთოთ. 20-30 წუთის შემდეგ განმეორებით უნდა წაისვათ თავზე მაწონი და თითის წვერების ენერგიული მოძრაობით გაიკეთოთ თავის ქალის მასირება, შემდეგ თავი უნდა დაიბანოთ ცხელი წყლით (შამპუნისა და საპნის გარეშე). თუ თმების სიმშრალე მკვეთრადაა გამოხატული, მაშინ მაწონი შეცვალეთ კვერცხის გულით. 2 ცალი კვერცხის გული გახსენით 1/4 ჭიქა წყალში, დაამატეთ 1/2 ჭიქა არაყი და 5-8 მლ სპირტი. ეს ნარევი შეიზილეთ კანში, რის შემდეგაც თმები საგულდაგულოდ დაიბანეთ ცხელი წყლით.
თავის დაბანვის შემდეგ სასარგებლო იქნება თითების წვერებით თავის კანში მცირე ოდენობით ცხიმის შეზილვა. კარგად მოქმედებს შემდეგი კრემი: 10 გ კაკაოს ცხიმის, 25 გ ზეითუნის ზეთის, 5 გ აბუსალათისნის ზეთისა და 10 გ ოდეკოლონის ნარევი.
ასევე სასარგებლოა საქონლის ძვლის ტვინისა და ღორის ქონის ნარევი: 25 გ საქონლის ძვლის ტვინი და 50 გ ღორის ქონი უნდა გაალღოთ ცხელი წყლის აბაზანაზე, დაამატოთ 1გ ბენზოლისა და 1გ სალიცილის მჟავა. ყველაფერი კარგად და დიდხანს ურიეთ. სუნისათვის შეგიძლიათ დაამატოთ რამდენიმე წვეთი სუნამო. მცირე რაოდენობით ნარევი გასრისეთ ხელის გულებით და წაუსვით გრძელი თმების ბოლოებს.
კანის სიმშარალის დროს ყურადღება უნდა მიექცეს კვებას, რეკომენდირებულია ნაღების კარაქი, რძე, კვერცხი, ვირთევზა, თევზის ქონი. სასარგებლოა ხილი და ბოსტნეული (ხურმა, ფორთოხალი, სტაფილო, გოგრა, კომბსტო და სხვა). აუცილებელია, ზოგად გამაჯანსაღებელი ღონისძიებები, სრულფასოვანი და ბალანსირებული კვება, შრომისა და დასვენების რეჟიმის დაცვა (ღამის სრულფასოვანი ძილი), სპორტით დაკავება.
თუმცა ნუ დაგავიწყდებათ, შეღებვის გავლენა თმის ხარისხზე, შეიძინეთ ხარისხიანი საღებავი. ბევრი ფირმა უშვებს შამპუნებს შეღებილი და დაზიანებული თმებისთვის და ეს შემპუნის ეტიკეტზევეა მითითებული. აფთიაქში სხოვეთ დახმარება და შეგირჩევენ. კარგია თალგამის ზეთ და თალგამის შამპუნი.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად