რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-გამარჯობათ.გთხოვთ დაწვრილებით მომწეროთ ურინათერაპიაზე.მაინტერესებს შარდით მკურნალობა რამდენად ეფექტურია ონკოლოგიურ ავადმყოფებში და რამე უკუჩვენებები თუ ახასიათებს.მადლობა წინასწარ
პასუხი
-დღესდღეობით ამ მეთოდმა ვერ მოიპოვა ოფიციალური სტატუსი და იგი მკურნალობის არატრადიციულ მეთოდად მიიჩნევა. არ არსებობს ერთიანი აზრი იმის შესახებ, თუ რა გავლენა აქვს შარდს ადამიანის ორგანიზმზე. არსებობს მოსაზრება, რომ შარდით მკურნალობას უფრო ფსიქოლოგიური ეფექტი აქვს. არსებობს შარდის მიღების რამდენიმე გზა. ერთ-ერთია შარდის დალევა, სწორედ ეს ფორმა შესაძლოა ზოგიერთ შემთხვევაში საკმაოდ სახიფათოც აღმოჩნდეს მკურნალობის ამ მეთოდის უკუჩვენებას მიეკუთვნება ისეთი მდგომარეობები, როცა დარღვეულია თირკმლის მიერ აზოტის გამოყოფა , კუჭ-ნაწლავის წყლული, ვენერიული დაავადებები. თუკი აღინიშნება შარდგამომყოფი გზების ქრონიკული ანთებითი დაავადებები შარდში ხვდება სხვადასხვა ინფექციური აგენტი, რომელთა პერორალური მიღებისას შესაძლებელია ძალზე სერიოზული გართულების მიღება. მხოლოდ ორგანიზმის გასუფთავების შემდეგაა შესაძლებელი ამ ტიპის მკურნალობის დაწყებაზე ფიქრი. ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია და დარწმუნება იმაში, რომ მკურნალობის ურინოთერაპია არ გამოიწვევს თვითმოწამვლას, დაინფიცირებას, შინაგანი ორგანოების დაზიანებას.