რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-გამარჯობა :) ამ ბოლო დროს შუბლზე და საფეთქლებზე გამიჩნდა გამონაყარი-ძალიან წვრილ-წვრილი მუწუკები, უფერო. ისე 16 წლის ვარ და ჩემი ასაკის გოგონებსაც აქვთ, ამიტომ ვფიქრობ ასაკობრივია, მაგრამ აქამდე ძალიან სუფთა სახის კანი მქონდა და ახლა დისკომფორტს მიქმნის. რა შეიძლება გავაკეთო?
პასუხი
-აკნე ხშირია სქესობრივი მომწიფების (გარდატეხის) ასაკში. ამ დროს სასქესო ჰორმონების ზემოქმედებით ძლიერდება ცხიმის გამოყოფა და ეპითელიუმის გარქოვანება. ფოლიკულები კერატინით (გარქოვანებული ეპითელიუმი) და ცხიმით იხშობა. ჩნდება კომედონი. მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია დაავადების ჭეშმარიტი მიზეზის დადგენა, რაც დერმატოლოგის პრეროგატივაა, ექიმი კოსმეტოლოგი კი კანის ფერიმჭამელებისგან გაწმენდაში დაგეხმარებათ. თუ აკნეს მიზეზი ჰორმონული დარღვევები აღმოჩნდა, საჭირო გახდება ენდოკრინოლოგის კონსულტაციაც. მიზეზის დასადგენად ჩაიტარეთ შემდეგი კვლევები: 1) სისხლის საერთო ანალიზი, 2) ენდოკრინოლოგის კონსულტაცია; 3) განავლის ანალიზი ჰელმინთებზე; 4) მუცლის ღრუს ექოსკოპია; 4) სახიდან და ხახიდან ჩირქი უნდა დაითესოს ფლორაზე და მგრძნობელობაზე. ადგილობრივად გირჩევთ, თუ ცხიმიანი კანია, მაშინ დერმასეპტის ხსნარით გაწმენდას ერთჯერ დღეში (ერთი კვირა), ამქერცლავი საშუალებებიდან- კლინდაცინ-T მალამო (ერთი კვირა) 2-ჯერ დღეში. ბოლოს- კურიოზინის გელი დღისით ერთჯერ, საღამოობით - სკინორენის მალამო (ან მელასერინი, უნიტონი, ნეოტონი ) ერთჯერ დღეში. (გაითვალისწინეთ! აკნეს შემდეგ დარჩენილ ლაქებზე მალამოების გამოყენება ზაფხულში არ არის რეკომენდირებული.) სახის დაბანვა- ვიტასკინით ან კლერასილის გელ-ქაფით. დასალევად- ანტიოქსიკაფსი თუთიით თითო კაფსულა ერთჯერ დღეში (20 კაფსულა) და აევიტი თითო კაფსულა დღეში 2-ჯერ (3 კვირა). ჰორმონული დარღვევების დროს შეიძლება დაინიშნოს სასქესო ჰორმონები. ფერიმჭამელებისგან კანის გასაწმენდად გამოიყენება ქიმიური პილინგი ხილის სუსტი მჟავების დახმარებით კანის ზედა შრის მოშორების პროცედურა. პროფილაქტიკა • ერიდეთ ნახშირწყლებსა და ცხიმს, გაიმდიდრეთ რაციონი რძის ნაწარმით, ხილით, ბოსტნეულით. მარილის შემცირებაც არ იქნება ურიგო. • ხელი არ ახლოთ გამონაყარს გამორწყვისას კანს უფრო მეტად დაიზიანებთ და ხელს შეუწყობთ ინფექციის გავრცელებას. • დღეში ორჯერ დაიბანეთ პირი ცხიმიანი ან პრობლემური (აკნესადმი მიდრეკილი) კანისთვის განკუთვნილი საპნით და ნაზად შეიმშრალეთ პირსახოცით. • გამოიყენეთ მხოლოდ ცხიმიანი კანისთვის განკუთვნილი კოსმეტიკური საშუალებები, რომლებსაც აქვს წარწერა ნონ ცომედოგენ. • ერიდეთ მზის სხივებს ნამზეური აკნეს მხოლოდ ნიღბავს.