ხშირი სექსი ხომ არ უშლის ხელს დაორსულებას?მაგ: დღ... | რჩევები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები

კატეგორია - რჩევები

31-10-2012

-ხშირი სექსი ხომ არ უშლის ხელს დაორსულებას?მაგ: დღეში 2 3 ?

პასუხი
-არსებობს თეორია, რომ ხშირი სქესობრივი კონტაქტი განაყოფიერებაზე უარყოფით გავლენას ახდენს. ამ დროს სპერმატოზოიდების კონცენტრაცია ქვეითდება, ეაკულატში ჩნდება მისი უმწიფარი ფორმები.
ასევე არახელსაყრელია იშვიათი სქეობრივი კავშირი. აღმოჩნდა რომ სქესობრივი კონტაქტისგან 10 დღეზე მეტი ხნით თავშეკავების შემთხვევაში იცვლება სპერმატოზოიდების მორფოლოგია, ქვეითდება მათი მოძრაობის უნარი. ამგვარად, ნორმალური განაყოფიერებისთვის აუცილებელია რეგულარული სქესობრივი ცხოვრება. წყვილებს ეძლევათ რეკომენდაცია ფერტილურ პერიოდში (პერიოდი, როდესაც ქალი შეიძლება დაორსულდეს) დღეგამოშვებით იქონიონ სქესობრივი კონტაქტი (ამ დროს ჩასახვის ალბათობა 22%), თუმცა, ჩასახვის ალბათობის ისეთივე მაღალი პროცენტია წყვილებში, რომლებიც სქესობრივ აქტს ყოველდღიურად ახორციელებენ (25%). იმ წყვილებში კი, ვისაც სქესობრივი ცხოვრება კვირაში მხოლოდ ერთხელ აქვთ, ეს ალბათობა საკმაოდ დაბალია (10%).
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
მამობის მსურველი მამაკაცებისთვის ჩასახვის შანსი იზრდება კარგი ძილის შემთხვევაში. რეკომენდებულია დასაძინებლად დაწოლა 22:30 საათზე.
საკვების მონელების პროცესის ამა თუ იმ რგოლის მოშლისას,
არსებობს უამრავი კოსმეტიკური პროდუქტი, რომლებიც მსხლის ინგრედიენტებსაც შეიცავს.
მზის მცხუნვარე სხივები უარყოფითად მოქმედებს თმის სიჯანსაღესა და შესახედაობაზე.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად