ვარ 1 წლის ნამშობიარები დამრჩა მუცელი,მინდა დავიწყ... | დიეტოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2021
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დიეტოლოგია

კატეგორია - დიეტოლოგია

31-10-2012

-ვარ 1 წლის ნამშობიარები დამრჩა მუცელი,მინდა დავიწყო ქატოს დიეტა ვიცი რომ არის 2 სახის ხორბლის და შვრიის რომელი უფრო ეფექტურია .მადლობა.

პასუხი
-უნდა მიიღოთ ხორბლის ქატო, ბოჭკოვანი საკვების ერთ-ერთ ძვირფას წყაროდ დიეტოლოგები მიიჩნევენ ქატოს – ის წმინდავს და აჯანსაღებს საჭმლის მომნელებელ სისტემას, ასევე ხელს უწყობს წონაში დაკლებას და გვეხმარება ჯანსაღი და ლამაზი სახის კანის შენარჩუნებაში. ხორბლის ქატო ჭურჭელში საღამოს ჩაყარეთ 2 კარგად გადავსებული სუფრის კოვზი, დაასხით ერთი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და კოვზით კარგად მოურიეთ. დილით წყალი გადაღვარეთ, რაც გადაიღვრება. დარჩენილი ქატო კი მიიღეთ 2-3 ჩაის კოვზი (კარგად ატანის შემთხვევაში გაზარდეთ რაოდენობა ) 3-ჯერ, ჭამამდე 20-30 წთ-ით ადრე - ჯერ ქატოს შეჭამთ და მერე საკვებს მიაყოლებთ.
თუ ქატოს მიღებისთან ერთად სხვა საკვებს შეამცირებთ, გახდებით, მაგრამ თუ მას უბრალოდ დაამატებთ საკვებს, რასაკვირველია გახდომას არ უნდა ელოდეთ. წონასთან ბრძოლის პირობებში ქატოს მიირთმევენ მხოლოდ იმის გამო, რომ ის უჯრედისის ხარჯზე ბუნებრივად უწყობს ხელს ნაწლავში საკვების გადაადგილებას და მის თანაბარ შეწოვას.
ქატო ამ შემთხვევაში არის დამხმარე, დანამატი კომპონენტი, რათა დიეტის დროს საკვების მოცულობის შემცირებამ არ შეუქმნას ორგანიზმს დისკომფორტი და დაეხმაროს ადაპტაციური მექანიზმის ჩამოყალიბებაში. როცა ვიღებთ უჯრედისს, აუცილებელია მივიღოთ ჩვეულებრვთან შედარებით მეტი რაოდენობით წყალი. კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროს მკაცრად არის გამორიცხული ბოჭკოვანი საკვები.
ზედმეტი ქატო ნაწლავებს არა მხოლოდ წმენდს, არამედ მისი კედლების გაღიზიანებასაც იწვევს. ეს განსაკუთრებით სარისკოა მათთვის, ვისაც კუჭ-ნაწლავის დაავადებები, პანკრეატიტი ან მწვავე ქოლეცისტიტი აქვთ. ამიტომ სანამ ქატოს გამოიყენებდეთ, უმჯობესი იქნება თუ გასტროენტეროლოგთან ან თერაპევტთან მაინც გაივლით კონსულტაციას.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
გერმანიის რისკების შემფასებელმა ფედერალურმა ინსტიტუტმა გაანალიზა 36 ვეგანისა და 36 პირის (იღებდნენ შერეულ საკვებს) ძვლების მდგომარეობა.
ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები, სტრესის გადატანისას, გვირჩევენ კაკაოს დალევას
„სმარტფარმთან“ ინეტერვიუში ალერგიულ რინიტზე საუბრობს ბაია ბეზარაშვილი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ისრაელში მასობრივი ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოდან დაიწყო. ვნახოთ, რა გვაჩვენა
Los Angeles Lakers-ის ერთ-ერთი მფლობელი, ექიმი პატრიკ სუნ-შიონგი მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ორალურ ვაქცინაზე,
ზოგიერთი პროდუქტი, რომელზეც არის ობის სოკო, განსაკუთრებით საშიშია.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად