რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-მაინტერესებს 1,5 წლის ბავშვს სტაფილოს წვენი უზმოზე უნდა დავალევინო?და ბროწეულის წვენიც როგორი შუალედები დავიცვა?და წავიკითხე არაჟანი უნდა მიაყოლოთ სტაფილოსო და როგორ?მადლობთ
პასუხი
-სტაფილოს წვენი შეიცავს ბეტა-კაროტინს, ბ ჯგუფის ვიტამინებს, კალიუმს, კალციუმს და სხვა მინერალურ ნივთიერებებს. აძლიერებს იმუნიტეტს, აუმჯობესებს მხედველობას, თუმცა მისი დიდი რაოდენობით გამოყენება არ არის მიზანშეწონილი: ბეტა-კაროტინის სიჭარბე ვნებს ღვიძლს, აყვითლებს კანს. სიყვითლის თავიდან ასაცილებლად დღეში ნახევარ ჭიქაზე (100 მლ) მეტის მიღება რეკომენდებული არ არის. შეგიძლიათ, სტაფილოს წვენს ვაშლისა შეურიოთ. არ დაგავიწყდეთ: ბეტა-კაროტინის უკეთ ასათვისებლად სტაფილოს წვენს დააყოლეთ 1 ჩაის კოვზი არაჟანი ან კარაქიანი პური. კარგი იქნება, თუ ჩაუტარებთ ათდღიან კურსს, მერე კი სამი კვირით დაასვენებთ. შუალედის დაცვა აუცილებელია, იმიტომ რომ თუ წვენის მიღება ათ დღეზე მეტხანს გაგრძელდა, შესაძლოს ბავშვი თვითონვე დაემსგავსოს სტაფილოს - კანი ნარინჯისფერ-ყვითლად შეეფეროს. პედიატრები ამას კაროტინულ (სტაფილოსმიერ) სიყვითლეს უწოდებენ. საბედნიეროდ, მას არაფერი აქვს საერთო ღვიძლისა და სანაღვლე გზების პათოლოგიით გამოწვეულ სიყვითლესთან. სპეციფიკური მკურნალობაც კი არ სჭირდება. მოთმინებით დაველოდოთ - რამდენიმე დღის შემდეგ ბავშვს ჩვეული ფერი დაუბრუნდება. ოღონდ, რა თქმა უნდა, თუ სტაფილოს წვენის მიღებას შეწყვეტთ! ბროწეულის წვენიც იგივე რაოდენობით მიიღება - 100-120მლ. არ დაალევინოთ ბავშვს გაუზავებელი მჟავე ხილის ან ციტრუსის წვენი. აუცილებლად გააზავეთ ადუღებული წყლით, პროპორციით 1:1 ან 1:2.