რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-წინასწარი გიხდით მადლობას. ხელის ერთი ფრჩხილი ოდნავ გამიყვითლდა და თითქოს სიცარიელეა შიგ. ვისმევ კასტელანს და ფუნგოდერმის მალამოს. მაინტერესებს თუ ეს ფრჩხილის სოკოა ხომ არ გადაედება ოჯახის წევრებს. და თუ შეგიძლიათ მითხრათ რამდენჯერ შეიძლება დღეში კასტელანის და ფუნგოდერმის წასმა.
პასუხი
-ფრჩხილზე ცვლილებებს სოკოვანი ინფექციის გარდა სხვა მიზეზებიც შეიძლება ჰქონდეს. უნდა მიმართოთ დერმატოლოგს, რომელიც ფრჩხილის ანაფხეკის ლაბორატორიული კვლევის მონაცემებზე დაყრდნობით დაადგენს დიაგნოზს და დანიშნავს შესაბამის მკურნალობას. ფრჩხილის სოკოვანი ინფექციის მკურნალობა ხდება ადგილიბრივი და შიგნით მისაღები ანტიმიკოზური პრეპარატებით. ფრჩხილის სოკოვან დაავადებას - ონიქომიკოზს რამდენიმე სახეობის სოკო იწვევს. შესაძლოა, პროცესში ჩართული იყოს როგორც ხელის, ისე ფეხის ფრჩხილები. ხშირია შემთხვევა, როდესაც ერთდროულად რამდენიმე ფრჩხილია დაზიანებული. სოკო ადვილად გადაედება ერთი ადამიანისგან მეორეს. ხშირად დასნებოვნება ოჯახში, ონიქომიკოზით დაავადებული წევრის ფეხსაცმლის ან საერთო მოხმარების საგნების გამოყენების შედეგად ხდება. ინფიცირება ასევე შესაძლებელია აბანოში, საშხაპეში, სპორტულ დარბაზში, აუზში. ფრჩხილის სოკოვანი დაავადება უფრო იოლად ემართებათ იმუნიტეტდაქვეითებულ პირებს.