დიდი მადლობა ჩემს დასმულ კითხვაზე რომ მიპასუხეთ. გ... | გინეკოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - გინეკოლოგია

კატეგორია - გინეკოლოგია

31-10-2012

-დიდი მადლობა ჩემს დასმულ კითხვაზე რომ მიპასუხეთ. გთხოვთ, მიპასუხოთ მილის გამტარიანობას ოპერაცია სჭირდება, თუ რა გზით ხდება მილი გამტარიანი

პასუხი
-მსუბუქი ფორმის დახშობისას, მაგალითად, მაშინ, როდესაც მილი მცირე მანძილზეა დახშული ან შეხორცებები შეინიშნება, მიმართავენ მკურნალობის კონსერვატიულ მეთოდს - საშვილოსნოს მილებში შეჰყავთ სპეციალური წამლები, რომლებიც გამავლობას აუმჯობესებს. ქირურგიული ჩარევა ლაპაროტომიის საშუალებით ხორციელდება. ამ მეთოდს მილების გამავლობის აღსადგენად დიდხანს იყენებდნენ, მაგრამ ამჟამად იშვიათად მიმართავენ, ვინაიდან მისი ეფექტიანობა 30%-ს არ აღემატება. საშვილოსნოს მილი ფუნქციურად აქტიური ორგანოა, ანუ ის უბრალო მილს კი არ წარმოადგენს, რომელიც მხოლოდ გასატარებლად არის საჭირო, არამედ იკუმშება, აქვს თავისი ფუნქცია, გაკვეთის შედეგად კი ეს ფუნქცია იკარგება და მისი აღდგენა ძალიან ძნელია. ამიტომ მილის გამტარობის დარღვევის მძიმე ფორმის შემთხვევაში შეიძლება დაისვას საკითხი, რა უფრო მომგებიანია - გაკეთდეს ოპერაცია თუ პირდაპირ სინჯარაში განაყოფიერებას მივმართოთ.

გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად