მაინტერესებს გინეკომასტია ქირურგიული ჩარევის გარეშ... | რჩევები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აპრილი 2021

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები

კატეგორია - რჩევები

31-10-2012

-მაინტერესებს გინეკომასტია ქირურგიული ჩარევის გარეშე ტუ იკურნება და არის თუ არა მაგისტვის რამე წამლები

პასუხი
-მცირე ინფორმაცია: გინეკომასტია - სარძევე ჯირკვლის გადიდება მამაკაცებში. გინეკომასტია შეიძლება იყოს ჭეშმარიტი (მკერდის ჯირკვლის ქსოვილის გაზრდა) და ცრუ (გასუქების შედეგად).
უპირველეს ყოვლისა, უნდა ჩაიტაროთ სარძევე ჯირკვლების ექოსკოპიური კვლევა, რათა დადგინდეს, მართლაც ჯირკვლის ქსოვილია ჭარბად განვითარებული თუ უბრალოდ ცხიმის ფენაა დაგროვილი. თუ დადასტურდა სარძევე ჯირკვლის ზომების მატება, უნდა მიმართოთ ენდოკრინოლოგს.
საჭიროა ამ მდგომარეობის მიზეზის დადგენა და მკურნალობის დაგეგმვა დასკვნიდან გამომდინარე. გინეკომასტიის მკურნალობა მიზეზის მოშორებას გულისხმობს, რომელმაც მისი განვთარება გამოიწვია. გინეკომასტიის მკურნალობა შეიძლება იყოს კონსერვატული და ქირურგიული. კონსერვატული მკურნალობის დროს ინიშნება სამკურნალო საშუალებები, რომელიც მიმართულია ტესტოსტერონ/ესტროგენების ბალანსის რეგულაციისკენ.
ქირურგიული მკურნალობა - ოპერაცია ტარდება ადგილობრივი ან საერთო ანესთზიის პირობებში. ოპერაციის რამდენიმე სახე არსებობს. ოპერაციულ ჩარევას აწარმოებენ როგორც ჭეშმარიტი, ისე ცრუ გინეკომასტიის დროს. ოპერაციის არსი მდგომარეობს სარძევე ჯირკვლის ქსოვილის მოშორებაში, ასევე ცხიმოვანი ქსოვილის მოშორებაში (ლიპოსაქცია), რომელმაც მკერდის ჯირკვლის ზომაში მომატება გამოიწვია.
ჩვეულებრივ გინეკომასტიას მკურნალობენ ონკოლოგები და ქირურგები. პაციენტის ნახვის შემდეგ ტარდება რიგი ლაბორატორიული (ტესტოსტერონ/ესტროგენის ბალანსის დასადგენად) და ინსტრუმენტული გამოკვლევა, საჭიროების მიხედვით.
მოზარდებში გინეკომასტიის დროს, როცა დიაგნოზი ეჭვს არ იწვევს, ჰორმონულ გამოკვლევას არ ნიშნავენ.
კომენტარები
20 ივნისი 2015 22:57
სად აკეთებენ გინეკომასტიის ოპერაციებს,რომელ კლინიკებში და კონკრეტულად ვინ გთხოვთ გვიპასუხოთ.
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციით, ადამიანმა თევზი კვირაში ორჯერ უნდა მიიღოს.
ონკოლოგებისათვის კარგად არის ცნობილი, რომ იმუნოთერაპიაზე შვეიცარიაში დიდ იმედებს ამყარებენ.
თუ მეხსიერების პრობლემები გაწუხებთ, გამოიყენეთ გინგკო ბილობა თქვენს სასარგებლოდ.
ძილი და მასთან დაკავშირებული პრობლემები მსოფლიო მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს აწუხებს.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად