რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-გამარჯობათ. ვარ 23 წლის გოგო. ტუჩზე მაქვს ოდნავ გაჭრილივით. დაახლოებით ერთი თვეა. კანიც იქერცლება ტუჩის ზევით და ტუჩზეც. არის ოდნავ შეწითლებული. ზოგჯერ ძალიან მესუსხება. შეიძლება ეს ალერგია იყოს თუ ვიტამინების ნაკლებობა. ჰიგიენური პომადა არ მშველის. სხვა რამეს არ ვუჩივი. ადრე ტუჩის კუთხეში მემართებოდა მსგავსი რამ.უმეტესად სიცივეში.მაგრმ მალევე მივლიდა. ძალიან გთხოვთ მიპასუხეთ რა შეიძლება იყოს ეს. ან ვის მივმართო. წინასწარ დიდი მადლობა
პასუხი
-თქვენი ჩივილის მიზეზი სავარაუდოდ ქეილიტია - ტუჩის წითელი ქობის, ლორწოვანი გარსისა და კანის ანთება. მას შეიძლება იწვევდეს სხვადასხვა მიზეზი - დაწყებული ავიტამინოზით, დამთავრებული ინფეციური პროცესებით ან სისტემური დაზიანებით. რადგან პროცესი ასე გახანგრძლივდა, გირჩევთ დერმატოლოგს მიმართოთ დიაგნოზის დასაზუსტებლად და შემდგომი მკურნალობისთვის.