. მაქვს დაძაბული დღის რეჟიმი, მაგრამ მხოლოდ ღამით ... | ნევროლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ნოემბერი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ნევროლოგია

კატეგორია - ნევროლოგია

31-10-2012

-გამარჯობათ. მაქვს დაძაბული დღის რეჟიმი, მაგრამ მხოლოდ ღამით ვგრძნობ დაწოლისას, ან ღამით და დილით გაღვიძებისას დაძაბულობას, მინდა რომ მოვეშვა, მაგრამ დაძაბულობას ვერ ვიხსნი. თითქოს ათას რამეზე ერთად ვფიქრობ, თითქოს ძილშიც ვფიქრობ და ძილშიც იგივე ხდება რაც დღის განმავლობაში, და თითქოს სულ მეჩქარება. და თავში მატარებლები დარბიან. არც აბაზანა, არც თბილი ჩაი არ მშველის. კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას უამრავი და უანგარო სასარგებლო რჩევების გამო.

პასუხი
-ჩივილის მიზეზი თქვენს მიერვე განსაზღვრულია - დაძაბული, მოუწესრიგებელი დღის რეჟიმი. ვერც ექიმი, ვერც სამკურნალო საშუალება ვერ დაგეხმარებათ. მაქსიმალურად უნდა შეეცადოთ სწორად დაგეგმოთ დღე (როგორი ძნელი და წარმოუდგენელიც არ უნდა იყოს ეს) რაც გულისხმობს ნორმალურ კვებას, დასვენების და შრომის რეჟიმის მოწესრიგებას, დასვენების დღეებში უნდა შეეცადოთ მოწყდეთ სახლის გარემოს და გახვიდეთ ბუნებაში ან მეგობრების წრეში, ოღონდ მყუდრო გარემოში, თუ დროს გამონახავთ ვარჯიშისთვის კარგია, დაგეხმარებათ ცურვა. წინააღმდეგ შემთხვევაში მდგომარეობა უფრო გაღრმავდება. პარალელურად, დასაწყისში შეიძლება გამოიყენოთ ძილის წინ მცენარეული დამამშვიდებელი საშუალებები, ან მიმართოთ ნევროპათოლოგს, რომელიც დაგეხმარებათ პრეპარატის შერჩევაში.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად