რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-ბოდიშით რომ კიდე გაწუხებთ ანუსზე მააქვს ნახეთქები არარსებობს რაიმე მალამო რითაც შეიძლება რომ ამას ვუშველოო ?
პასუხი
-პირველ რიგში საჭიროა პროქტოლოგთან ვიზიტი და დიაგნოზის დადასტურება. თუ დიაგნოზი ნამდვილად ანალური ნაპრალია, პროფილაქტიკის ძირითადი საშუალება კუჭის მოქმედების ნორმალიზებაა: თავიდან უნდა აიცილოთ შეკრულობა და, აქედან გამომდინარე, ძლიერი ჭინთვები, რომლებსაც ანალური არხის ლორწოვანი გარსის დაზიანება (გაგლეჯა) მოსდევს. თავიდან უნდა აიცილოთ შეკრულობის საპირისპირო მოვლენა - დიარეაც, რადგან კუჭის ხშირი მოქმედება ანალური მოდამოს გაღიზიანებას იწვევს. რაციონალურად შერჩეული რძემჟავა-მცენარეული დიეტა, მარილიანის, მწარე-ცხარეს, ალკოჰოლური სასმელების (მათ შორის - ლუდის) გამორიცხვა კუჭის მოქმედების მოწესრიგებას უწყობს ხელს. კარგია ხორცსაკეპში გატარებული ან წვრილად დაჭრილი, მცენარეული ზეთით ან არაჟნით შეზავებული 200-300 გრამი მოხარშული ჭარხალი. რეკომენდებულია შავი ქლიავი, ქიშმიში, გარგარის ჩირი. კუჭის მოქმედების მოსაწესრიგებლად სასარგებლოა 1-2 სუფრის კოვზი ვაზელინის ზეთის მიღება დღეში 2-3-ჯერ. დამაკმაყოფილებელი ეფექტი აქვს მზესუმზირის ზეთით შეზავებულ ვინეგრეტს, რომელიც მოხარშული ჭარხლისგან (50%), კომბოსტოსა და სტაფილოსგან შედგება. ეს დიეტა კარგია გამწმენდი ოყნისა და დეფექტის შეხორცების შემდეგ, აგრეთვე - ოპერაციული ჩარევის შემდეგაც, რათა არ მოხდეს ნაოპერაციევი ადგილის განმეორებითი ტრავმირება. დაბოლოს, რაც შეეხება მკურნალობას: საგულისხმოა, რომ ანალური ნაპრალის დროს კონსერვატიულ მკურნალობას ყოველთვის არ აქვს დადებითი შედეგი, ამიტომ პროქტოლოგები ხშირად მიმართავენ მკურნალობის ქირურგიულ მეთოდებს. ანალური ნაპრალის მკურნალობის მეთოდი ექიმმა უნდა აირჩიოს პაციენტის გასინჯვის შემდეგ, მისი მდგომარეობისა და დაავადების სტადიის გათვალისწინებით.