დიდი ხანია დაახლოებით 15 წელია მაქვს ხშირად იღლიებ... | დერმატოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივნისი 2021

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დერმატოლოგია

კატეგორია - დერმატოლოგია

30-10-2012

-დიდი ხანია დაახლოებით 15 წელია მაქვს ხშირად იღლიების ქავილი ხან ძლიერი ხან მალე გამივლის ხოლმე იღლიის მიდამოში კანი გამუქებულია ხშირად მაქვს ჩირქოვანი გამაგრებაც ხოლმე შემდეგ ნაწილი ჩირქი გამოდის ნაწილი თავისით გაიწოვება ხოლმე რასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული ასეთი სიმპტომი?ვარ 40 წლის ქალი.მადლობთ

პასუხი
-სავარაუდოდ თქვენი ჩივილი ჰიგიენური საშუალებების არასწორ გამოყენებას უნდა უკავშირდებოდეს, ან ალერგია აგეღნიშნებათ რომელიმე მათგანზე (საპონი, დეზედორი, თმის მოშორება არასწორად, ხელოვნური ქსოვილის ტანსაცმლისგან გამოწვეული გაღიზიანება). გაითვალისწინეთ რეკომენდაციები: მუქი იღლიები არის კანის მომატებული პიგმენტაცია ამ მიდამოში და ექვემდებარება გათეთრებას;
არსებობს საუკუნეების მანძილზე ნაცადი პროცედურა კანის გათეთრება ლიმონის წვენით, რომელსაც დამატებული აქვს Е ვიტამინი; საერთოდ კი თუ გამუქების რეალური მიზეზი არ იქნა დადგენილი გათეთრების შემდეგ პიგმენტაცია ისევ განვითარდება; პირველ რიგში გამუქების მიზეზი შეიძლება იყოს ისეთი არასასურველი ფაქტორები, როგორიცაა დეზედორანტის ან ანტიპერსპირანტის ან ამ მიდამოში გამოყენებული ნებისმიერი კოსმეტიკური საშუალება, მჭიდრო ტანსაცმლის ხახუნი, ხელოვნური ქსოვილის სამოსი, ამ მიდამოში თმების ხშირი და არასწორი მოშორება, არასაკმარისი ჰიგიენა, ზოგჯერ ერთდროულად რამოდენიმე ფაქტორი. თუ ამას დაემატება ალერგია, სოკოვანი დაავადება, ვიტამინების და მინერალების დეფიციტი, ჰორმონალური ან ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა პრობლემები, მაშინ იღლიის კანის გაჯანსაღებას დიდი დრო და შრომა დასჭირდება. შეუცვლელ მოვლის საშულებას ასეთ დროს წარმოადგენს რეგულარული აქერცვლა ტანის სკრაბით ან სამასაჟო ჯაგრისით, ეს პროცედურა არა მარტო ჩამოაცლის მკვდარ გამუქებულ კანს, ასევე აუმჯობესებს ჩაბრუნებული თმის მოშორებას. მეორე წესი - საშუალება მიეცით იღლიის კანს ისუნთქოს; არ იხმაროთ დეზედორანტი ნოტიო კანზე;
ნუ გამოიყენებთ დეზედორანტებს და ანტიპერსპირანტებს აუცილებლობის გარეშე, მითუმეტეს ღამით; გაპარსვისვის თუ იყენებთ საპარს, მაშინ გამოიყენეთ ერთჯერადი ერთჯერადად; გაიპარსეთ აბაზანის მიღების შემდეგ და ძილის წინ, რომ კანმა დილამდე მოასწროს მოშუშება; ცვილით დეპილაცია არა მარტო არასასურველი თმების მოსაშორებლად გამოიყენება, არამედ ათეთრებს კანს, რამდენადაც ცვილი აშორებს მკვდარ მუქ კანს; გახსოვდეთ, როგორი მეთოდიც არ უნდა გამოიყენთ თმების მოსაშორებლად, პროცედურის შემდეგ კანზე დამატენიანებელი იხმარეთ.
ყურადღება! თუ კანზე გამონაყარია, სკრაბის გამოყენებამდე იზრუნეთ პირველ რიგში ამ პრობლების მოგვარებაზე, რისთვისაც საჭიროა გაპარსვა ზემოთ აღნიშნული წესების დაცვით და შემდეგ გაიწმინდეთ კანი ქაფურის სპირტით, ან ლევომიცეტინის სპირტით ყოველდღე დღეში ერთხელ, შემდეგ გამონაყარი დაიტუშეთ თეთრი კასტელანით, შემდეგ გამოიყენეთ გენტამიცნის ან 10%-ანი სინტომიცინის მალამო 2-ჯერ 10 დღე. როცა გამონაყარის პრობლემა მოიხსნება, შემდეგ იფიქრეთ აღნიშნული მიდამოს გათეთრებაზე.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
სადღეისოდ აღიარებულია, რომ მენოპაუზასთან დაკავშირებული მძიმე დარღვევების თავიდან აცილება შესაძლებელია სამი ძირითადი მექანიზმის ჩართვით:
ბრიტანეთის კვების სამეცნიერო-საკონსულტაციო კომიტეტი ტიპი 2 შაქრიან დიაბეტთან ბრძოლას გვირჩევს
უბრალოდ, უნდა ვიცოდეთ, რა რგებს ან რა ვნებს ხერხემალს და დასკვნები თვითონვე გამოვიტანოთ.
რამ შეიძლება დააზიანოს გულის კუნთი, თუ პაციეტს არასოდეს ჰქონია გულის დაავადება?
ადამიანის ორგანიზმში მოხვედრილ ლითონთაგან ტყვია ერთ-ერთი საშიშია.
ოთახის მცენარეები ცალსახად სასარგებლოა. განსაკუთრებით დიდი ფოთლებიანი მცენარეები ატენიანებენ ჰაერს.
ზღვის მარილის გამოყენების ყველაზე იოლი გზა მისი აბაზანის მიღებაა. ის ხსნის კუნთურ დაძაბულობას, ასუფთავებს ფორებს, არბილებს კანს და ამზადებს მას კოსმეტიკური პორცედურებისთვის.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად