რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
- მოგმართავთ კითხვით. ვარ 29 წლის ქალბატონი, მკავს ერთი შვილი. ვარ 72 კილო. მაქვს მაღალი წნევები 150-95 ზე. ვსვამ კოველდიურად ექიმის მიერ დანიშნულ წამალს. ჩავაბარე სისხლის ანალიზი სადაც ჰოლესტერინი აჩვენა 8 ერთეული. ვიცი რომ მომატებულია. მაგრამ მაინტერესებს რამდენად მაღალია ეს ნიშნული ჩემი ასაკისთვის და შესაძლებელია თუ არა მაღალი წნევის მიზეზი იკოს. ვიმკოფები გერმანიაში, ენის უცოდინარობის გამო არ შემიძლია ექიმს ამ კითხვებით მივმართო. გთხოვთ დამეხმაროთ და მითხრათ რით შემიდზლია ვებრძოლო ჰოლესტერინს სახლის პირობებში. მადლობთ ...
პასუხი
-ნიშნული არც ისე მაღალია, გირჩევთ შეძლებისდაგვარად შეცვალეთ ცხიმიანი ღორის ხორცი მჭლე საქონლის ხორცით, ქათმის ხორცით ან თევზით. საერთოდ ზრდასრულმა ადამიანმა უმჯობესია შეამციროს ხორცის მიღება - სავსებით საკმარისია კვირაში 1-2 ჯერ. - სოსისები, სარდელები და ძეხვეული საერთოდ უმჯობესია დაივიწყოთ. - ფრინველის ხორცი კანის გარეშე უნდა მიირთვათ. გახსოვდეთ, რომ ბულიონში გადადის ცხიმის მესამედი, ამიტომ ხშირად ნახარშის მიღება არ არის სასარგებლო. - თუ თქვენ ცოტა მცენარეულ პროდუქტს მიირთმევთ-შეცვალეთ რაციონი. ჩართეთ კვებაში მცენარეული ზეთი, ყველა სახის თხილი, მზესუმზირა.