რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-დღეს ჩემამ და გაიკეთა გლანდების ოპერაცია და სიცხე აქვს 38 და იქნებ მითხრათ საშიშია თუ არა
პასუხი
-დიახ, ამ ეტაპზე ეს ნორმალური მდგომარეობაა. ტონზილექტომიის შემდეგ ავადმყოფს ენიშნება წოლითი რეჟიმი 5 დღეღამის მანძილზე. ოპერაციიდან პირველი 8-10 სთ-ის განმავლობაში რეკომენედებულია გვერდზე წოლა, რომ ნერწყვის ყლაპვა არ მოხდეს და თავისუფლად გადმოდინდეს შედგმულ თასში. ოპერაციის შემდეგ პირველ საათებში პაციენტს ეზღუდება აქტიური მოძრაობა, ხველა, ცემინება, ცხვირის ძლიერი მოხოცვა... რათა სისხლისდენა არ იქნას გამოწვეული. სისხლისდენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ექიმს! ტკივილის შემთხვევაში მიიღება ანალგეტიკი, ძილის დარღვევის შემთხვევაში - ტრანკვილიზატორი ან საძილე (ექიმთან შეთანხმებით); ოპერაციიდან 5 სთ-ის შემდეგ პაციენტს შეიძლება მიეცეს ჩაი, კომპოტი, რძე ოთახის ტემპერატურის. ოპერაციიდან 1-2- დღის შემდეგ თხიერი საკვები; არ შეიძლება არ ცივი და არც ცხელი საკვები; რადგანაც ცხელი იწვევს სისხლდენას, ცივი - გაღიზიანებას. სრულფასოვანი კვება დასაშვებია ოპერაციიდან 6-8 დღის შემდეგ. ზოგადად ტონზილექტომიის შემდეგ შეხორცების პროცესი სრულად 2-3 კვირაში სრულდება,