რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-სალამი, 17 წლის გავთხოვდი და ეხლა ვარ 7თვის ორსული, მაგრამ მკერდი და ფეხები დამისკდა. რაღაც მაზს კი ვისმევდი აფთიაქში ვიყიდე კაიაო მაგრამ არ მიშველა.ხომ ვერ მეტყვით რა გავაკეთო იმისთვის რომ აღარ მქონდეს თუ მშობიარობის მერე გამივლის? მუცელზე არ მაქვს მაგრამ ჯონსონ ბეიბის მაინც ვისმევ რავიცი ასე მითხრეს და მირჩიეთ რამე რა ..
პასუხი
-სტრიებს გულისხმობთ, ალბათ. სტრიებთან დაკავშირებით გეტყვით, რომ სჯობს მიმართოთ პროფილაქტიკურ ღონისძიებებს (ამიტომ უმჯობესია ამ საშუალებების გამოყენება სტრიების გაჩენამდე დაიწყოთ, რათა კანი შეამზადოთ გაჭიმვისთვის), სტრიების პროფილაქტიკისთვის მთავარია დამატენიანებელი საცხის ხმარება, სიიაფის გამო პოპულარულია ჯონსონის ზეთი, ასევე გვირილის ზეთი, არსებობს სხვა საშუალებებიც. მაგალითად ციკატრიქსი, პრეგნაქეა, კრემი სტრიებისთვის და სხვა. ისინი რამდენადმე აღადგენენ დაზიანებულ კანს. ეს საშუალებები ახლად წარმოქმნილი სტრიების შემთხვევაში უფრო ეფექტურია. მკერდზე სტრიების საწინააღმდეგოდ გირჩევთ მხოლოდ იმ პროდუქციას, რომელსაც ინსტრუქციაში უწერია, რომ მათი ხმარება შესაძლებელია ორსულობის დროს მკერდის არეში. აფთიაქებში მოიკითხეთ ორსულობის დროს კანის მოსავლელი საშუალებები.