. მყავს 9თვის გოგო თითის წვერებზე დგას. სუპინატორე... | ორთოპედია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ორთოპედია

კატეგორია - ორთოპედია

30-10-2012

-გამარჯობათ. მყავს 9თვის გოგო თითის წვერებზე დგას. სუპინატორები მინდა ჩავაცვა მაგრამ მაინტერესებს არის სუპინატორებს შორის განსხვავება? რომელი არის რეკომენდირებული? ქუსლის ტერფის არ ვიცი ზუსტად და იქნებ დამეხმაროთ?

პასუხი
-ეს არ არის არავითარი დაავადების სიმპტომი (თუ ზოგადი განვითარება ნორმალურია). რაც შეეხება ფეხსაცმლის შერჩევას, როცა ბავშვი დგომას და სიარულს კარგად ისწავლის, სჯობს, სულაც ფეხშიშველა იყოს, ოღონდ იმ პირობით, თუ სახლში შესაბამისი სითბო გაქვთ და იატაკი ძალიან ცივი არ არის. ბავშვს ტერფის თაღი თავდაპირველად არ აქვს გამოხატული, იგი ბრტყელია. როცა იგი დგას ან ენერგიულად დადის უსწორმასწორო ან უხეშ ზედაპირზე, ეს ფეხის კუნთების განვითარებასა და გამაგრებას უწყობს ხელს. თუ თქვენი ბავშვი მუდამ გლუვ, სწორ იატაკზე დადის და ფეხზეც მუდამ ფეხსაცმელი აცვია (მით უმეტეს - მაგარძირიანი), ტერფის კუნთები სუსტდება და თავს იჩენს ბრტყელტერფიანობა.
ფეხის კუნთებს მუშაობის შესაძლებლობა რომ ჰქონდეთ, ექიმები მშობლებს ურჩევენ, პირველად ნახევრად მაგარძირიანი ფეხსაცმელები ჩააცვან (სასურველია არ ჰქონდეს რეზინის ძირი, იგი ფეხის ჩახურებას, გაოფლიანებას და კიდევ სხვა არასასიამოვნო პრობლემებს უქმნის პატარებს).
ფეხსაცმელები და წინდები თავისუფლად უნდა ჰქონდეს ფეხზე, რათა ფეხის თითები არ მოეკეცოს; მაგრამ არც ისე დიდი ზომისა, რომ ბავშვი სიარულის დროს წაიქცეს. ფეხსაცმელები ბავშვებს ძალიან მალე უპატარავდებათ, ამ ასაკში ხომ მათ ზრდის სწრაფი ტემპი ახასიათებთ. ზოგჯერ მშობელი იძულებულია ორ თვეში ერთხელ მაინც შეამოწმოს, ხომ არ დაუპატარავდა ბავშვს ფეხსაცმელი. იგი ოდნავ დიდი უნდა იყოს, ვინაიდან სიარულის დროს თითები წინ მიიწევს; როცა ბავშვი დგას, ფეხსაცმლის წვერი კიდიდან 2სმ-ზე მაინც უნდა ჰქონდეს თავისუფალი. როცა ბავშვი ზის, ფეხი მთლიანად ავსებს ფეხსაცმელს. ამიტომ მაშინ უნდა მოუსინჯოთ და მოარგოთ, როცა დგას. ყურადღება მიაქციეთ ფეხსაცმლის ცხვირს. ბავშვმა თავი კომფორტულად რომ იგრძნოს, სასურველია, ჭვინტი მომრგვალებული და მაგარი იყოს და თითის დაჭერისას მალევე იბრუნებდეს საწყის ფორმას. ფეხსაცმელს უნდა ჰქონდეს ქუსლი. ის ბავშვს წონასწორობის შენარჩუნებაში დაეხმარება. სასურველია, ლანჩა და ქუსლი ერთიანი იყოს, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში საბავშვო ფეხსაცმლის ქუსლის სიმაღლე ნახევარი სანტიმეტრი თუ იქნება.
გარდა ამისა, ფეხსაცმელი მჭიდროდ არ უნდა ეკვროდეს ფეხს, იგი საკმაოდ ფართოც უნდა იყოს.
რა ასაკიდან უნდა ჩავაცვათ ფეხსაცმელი?
როცა ბავშვი ცდილობს ფეხზე დადგომას დამოუკიდებლად, უკვე საჭიროა მისთვის ფეხსაცმელი. იგი უნდა იყოს წინ დახურული და კოჭებამდე, რათა არ მოხდეს ფეხის ამოტრიალება. თუ ექიმი თქვენს ბავშვს ორთოპედიულ ფეხსაცმელს უნიშნავს, რომელიც სუსტი კოჭების, ფეხმოქცეული სიარულისა და სხვა პათოლოგიების გასასწორებლადაა დანიშნული, იგი უხეშძირიანი უნდა იყოს, სუპინატორებით და ა.შ. ორთოპედიული ფეხსაცმელები ინდივიდუალურად იკერება და მისი შეცვლა ფეხის ზომასთან ერთად უნდა მოხდეს. ასეთი ფეხსაცმლიდან ჩვეულებრივზე გადასვლა მხოლოდ ორთოპედის ნებართვით შეიძლება. თუ პატარას პედიატრმა და ორთოპედმა სუპინატორი ურჩიეს, ის ინდივიდუალურად უნდა შეარჩიოთ ან დაამზადებინოთ, თანაც – მხოლოდ და მხოლოდ სამი წლის ასაკიდან. მანამდე ტერფი ჩამოუყალიბებელია და ძნელია განსაზღვრა, სჭირდება თუ არა პატარას "ბორცვიანი" სამკურნალო ფეხსაცმელი. ასე რომ, თუ მაინცდამაინც სუპინატორიანი ფახსაცმლის შეძენა გსურთ, გირჩევთ, საშუალო ზომის, რბილბორცვაკიანი და ნასვრეტებიანი შეარჩიოთ. ზოგჯერ უხარისხო ფეხსაცმელს სუპინატორის ადგილას მხოლოდ ნასვრეტები აქვს და თითით მოსინჯვისას შემაღლება არ შეიგრძნობა. ასეთი ფეხსაცმლის შეძენას არამც და არამც არ გირჩევთ.
დაიხსომეთ! თუ ბავშვს ფეხსაცმელი მორგებული არ აქვს, ამან შეიძლება სერიოზული პრობლემები შეუქმნას (არასწორი სიარული, დგომა, რაც შემდეგში ძვალსახსროვანი სისტემის, კერძოდ კი ხერხემლის, პათოლოგიათა განვითარების მიზეზი შეიძლება გახდეს). ამიტომ შეეცადეთ, მაღალხარისხიანი ფეხსაცმელი შეუძინოთ.
კომენტარები
03 ივნისი 2014 23:46
გამარჯობათ.მყავს ბიწი 6წლის ხდება ახლახანს მითხრეს ექიმებმარო ბრტყელტერფიანია,მასაჯები დაუნისჰნეს,ფეხები აწუხებსხოლმე და სიმაგლესიც არმიდის,არის 104სმ.მესჰინია მომავალსი არიმოქმედოს ბავსვის ზრდაზე,დზალიან გთხოვთ უპასუხოტ ჩემს კომენტარს.წინასწარ დიდი მადლობა
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად