რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-გამარჯობა, ვარ 16 წლის გოგო. I კლასიდან კარგად ვსწავლობ. მაგრამ წელს არაფრის თავი და ხალისი მაქვს. სკოლიდან გათიშული მოვდივარ, სკოლაშიც გათიშული ვარ. სულ მეძინება, მოთენთილობას ვგრძნობ. ადრე თუ რაიმე ტექსტს 1 წაკითხვით ვსწავლობდი,ახლა თავში არაფერი შემდის, სწავლის პროცესში ასეთი შეგრძნება მაქვს რომ მძინავს. რა გავაკეთო, ძალიან გთხოვთ მირჩიეთ. გარდა ამისა არ მაქვს ციკლი დარეგულირებული, 4 თვე საერთოდ არ მქონია, 15 წლის ასაკში მქონდა პირველად და დასარეგულირებელია.. ამის ბრალი ხომ არ იქნება? ასევე მაქვს თვალზე მინუს2.. ძალიან გთხოვთ მირჩიეთ როგორ მოვიქცე,რომ მუდმივი და დაქანცულობის და მოთენთილობის გრძნობა აღარ მქონდეს. სწავლა ჩემთვის მნიშვნელოვანია, უკვე აბიტურიენტი ვარ თითქმის და ჩემი უენერგიობა და მუდმივი სისუსტე ხელს მიშლის
პასუხი
-თქვენს მიერ ჩამოთვლილი რამოდენიმე ჩივილი გვაძლევს მიმართულელებას იმისას, რომ გირჩიოთ მიმართოთ ენდოკრინოლოგს, საჭიროა ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირების შეფასება. საჭიროების შემთხვევაში თერაპევტის მიერ ჯანმრტელობის ზოგადი მდგომარეობის შეფასება, რიგი გამოკვლევების საფუძველზე. შეგახსენებთ, რომ სათვალეც შესაბამისი უნდა გქონდეთ შერჩეული, თუ დიდი ხანია ოფთალმოლოგთან არ ყოფილხართ, მასაც უნდა მიმართოთ თვალის ამჟამინდელი მდგომარეობის შესაფასებლად. პარალელურად რაღა თქმაუნდა საჭიროა ძილის, კვების, დასვენების რეჟიმის მოწესრიგება.