ვარ 16 წლის. მაქვს ხშირი ოფლიანობა ხელის გულზე და ... | რჩევები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები

კატეგორია - რჩევები

30-10-2012

-ვარ 16 წლის. მაქვს ხშირი ოფლიანობა ხელის გულზე და ფეხის გულზე რა იწვევს ამას? არის თუ არა საშიში? როგორ შეიძლება მკურნალობა?

პასუხი
-ხელისგულების ოფლიანობა ჭარბოფლიანობის (ჰიპერჰიდროზი) საკმაოდ გავრცელებული ფორმაა. იგი ვეგეტატიური ნერვული სისტემის ფუნქციის დარღვევის ნიშანია. შესაძლოა ეფექტური იყოს ვარჯიში, წყლის პროცედურები, ზოგჯერ დამამშვიდებელი საშუალებები.
ძალიან კარგ შედეგს იძლევა იონტოფორეზი (ელექტროდენის დახმარებით, რომელსაც წყლიან გარემოში ავრცელებენ და სადაც ათავსებინებენ პაციენტის ხელებს, ხდება ოფლის ჯირკვლების იძულება, რომ ცოტა დაისვენონ. ამგვარი მკურნალობა ძალიან ეფექტურია (50%). ეფექტი გრძელდება 5-6 კვირას, შემდეგ თანდათან კლებულობს) და ბოტოქსის ინექციები (ბოტოქსი წარმოადგენს მრავალჯერადად განზავებულ ბოტულოტოქსინს (ძლიერი შხამი). მისი ინექციების მეშვეობით შეიძლება განვითარდეს საოფლე ჯირკვლების ,,დამბლა", მაგრამ ეს პრეპარატი ხანმოკლე მოქმედებისაა და რამოდენიმე თვეში განმეორებით ინექციას საჭიროებს.)
უნდა გითხრათ, რომ ხელისგულების ჰიპერჰიდროზის ქირურგიული მკურნალობაც არსებობს (ენდოსკოპიური თორაკოსკოპიული სიმპატოექტომიით) და იგი თითქმის 100%-იანი განკურნების საშუალებას იძლევა. რასაკვირველია, პირდაპირ ქირურგიული მეთოდით მკურნალობის დაწყება არ შეიძლება და არც არის საჭირო. მას მხოლოდ მაშინ მიმართავენ, როცა კონსერვატიული მკურნალობა უშედეგოა. კონსერვატიული მკურნალობა კი საკმაოდ ხშირად იძლევა დადებით შედეგს.
კარგი შედეგი შეიძლება მოგცეთ ხელებზე კონტრასტული აბაზანების გაკეთებამ (ცხელისა და ცივი აბაზანების მონაცვლეობა), გარდა ამისა, ყოველდღე გაიკეთეთ ხელისგულებზე მუხის ქერქის აბაზანები: 2 ს. კ. დანაწევრებულ მუხის ქერქს დაასხით 1 ლიტრი ცივი წყალი, დადგით მდუღარე წყლის აბაზანაზე და ადუღეთ 20 წუთი. შემდეგ დაუმატეთ 1 ს. კოვზი გულყვითელა და გააჩერეთ 10 წუთი, შემდეგ კი გაფილტრეთ. დილა-საღამოს ხელისგულებზე გაიკეთეთ ამ ნაყენის აბაზანები და გამშრალების გარეშე შეიშრეთ.
კარგია გვირილის ნაყენის აბაზანების გაკეთებაც.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ოფლის მიზეზი შეიძლება იყოს ვეგეტატიური ნერვული სისტემის აღგზნებადობა. ასეთ შემთხვევაში ხშირია სუნიც, რომელსაც როგორც წესი, კანზე იმ ბაქტერიების მოხვედრა იწვევს, რომელთაც ძალიან უყვართ ოფლი. ფეხის სუნის გასაქრობად უპირველეს ყოვლისა, ოფლს უნდა ებრძოლოთ.
ამისათვის ფეხები ყოველდღე უნდა დაიბანოთ თბილი წყლითა და საპნით და უნდა გამოიცვალოთ ფეხსაცმელი და წინდები. ფეხსაცმელი უნდა იყოს ნაჭრის, ან ნატურალური ტყავის, ზაფხულში იხმარეთ მოხდილი ფეხსაცმელები. წინდები უნდა იყოს ბამბის. პერიოდულად გარეცხეთ ფეხსაცმელი და გამოიყენეთ ფეხის დეზოდორანტები.
თუ ამან არ გიშველათ, მაშინ ორი კვირის განმავლობაში ყოველდილა მიიფრქვიეთ ბორის მჟავა ტერფებზე და თითებს შორის. საღამოს დაიბანეთ ფეხის ტერფები თბილი წყლით. რასაკვირველია, ყოველდღე უნდა გამოიცვალოთ წინდები. არსებობს კომბინირებული (ანტიმიკოზური, ანთებისსაწინააღმდეგო, დეზოდორის თვისებების მოქონე) პრეპარატები, რომლებიც ფხვნილის სახით გამოდის და უნდა ჩაიყაროს ფეხსაცმლის საფენში. დიდი მნიშვნელობა აქვს ფეხსაცმელში სპეციალური დეზოდორის ჩასხმას და ნესტის შემწოვი საფენების ჩადებას. მართალია ისინი ვერ წყვეტენ პრობლემას, მაგარამ სუნს რამდენადმე ახშობენ და ოფლიანი ფეხების გართულების (სოკო) ალბათობასაც აქვეითებენ. ტერფების ოფლიანობის დროს მიმართავენ იონოფორეზსაც.
გასწავლით ფეხიდან სუნის გასაქრობ რამდენიმე სხვა საშუალებასაც:
- ფეხები მოათავსეთ ჩაის მაგარ ნაყენში თხუთმეტი წუთის განმავლობაში დღეში ორჯერ. ეს კარგი საშუალებაა ფეხების ოფლიანობის შესამცირებლად. - ფეხებზე გადაივლეთ ძმრის ხსნარი. ფეხის სუნის მოსაცილებლად კვირაში სამ-ოთხჯერ ფეხები დაიბანეთ ძმრის თბილ წყალხსნარში. ერთ ჯერზე ნახევარი ჭიქა ძმარი გეყოფათ.
- ძლიერი ოფლიანობის დროს სასარგებლოა ასეთი აბაზანები: 1 ლ წყლში ჩაყარეთ 50-100 გრ მუხის ქერქი. ადუღეთ 20-30 წთ დაბალ ცეცხლზე. გაიკეთეთ თბილი აბაზანები ყოველ საღამოს.
- ჩაყარეთ 1/5 ჩ.კ. ან დანის წვერით დამწვარი შაბი 1 ჭიქა ცხელ წყალში, კარგად გახსენით და გადაივლეთ ტერფებზე. - ჩაყარეთ 1 ჩაის კოვზი მარილი 1 ჭიქა ცხელ წყალში. გადაივლეთ ტერფებზე ღამე, დილით კი გამოიყენეთ ცივი მარილიანი წყალი. ასეთი პროცედურების შემდეგ მცირდება ოფლიანობა და სუნი ფეხებზე.
- ლიმონის წვენით გაიწმინდეთ ტერფები ყოველ ღამე.
კომენტარები
10 დეკემბერი 2019 16:53
გამარჯობათ, ვარ 15 წლის და ზოგჯერ მაწუხებს გული მაგალითად: როცა სპორტის გაკვეთილზე დავბივარ, დიდხანს ჯდომის დროს ან სწორად წოლისას, ზოგჯერ სიარულისას ... ხანდახან მთელი გულმკერდი მტკივა მაგრამ ძირითადად მაინც გულის არეში, ასევე ტკივილი გულიდან გადადის მარცხენა მკლავში და როგორ მოვიქცე? არის თუ არა საშიში?
16 ივნისი 2014 17:29
ეს უნდა შევიშროთ ხო?
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად