რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-როგორ დავადგინო რა ტიპის თმა მაქვს და როგორ შევრჩიო სწორად შამპუნი. მადლობთ
პასუხი
-ცხიმიან კანზე თმა ცხიმიანია, მშრალ კანისთვის კი დამახასიათებელია მშრალი თმა. ნორმალური კანი ზომიერად ცხიმიანია, არ არის მშრალი, არ იქერცლება და არც მსხვილი ფორები აქვს. ცხიმიანი კანი დაფარულია კანის ცხიმის ფენით, პრიალებს და აღენიშნება გაფართოებული ფორები. მშრალი კანი იქერცლება, იფიტება და ადვილად ზიანდება. უფრო ხშირად გვხვდება შერეული ტიპის კანი. თმის ცხიმიანობა დამოკიდებულია ცხიმოვანი ჯირკვლების აქტივობაზე. კანის ცხიმის გამომუშავება ასევე დამოკიდებულია კვების რაციონში ნახშირწყლების და ცხიმების რაოდენობაზე. ცხიმიანი თმა ნაკლებად ბზინვარებს, დაბანვიდან ძალიან მალე თმა ეწებება ერთმანეთს და აქვს ჭუჭყიანი შესახედაობა. ასეთი ტიპის თმას თან ახლავს ცხიმოვანი ქერტლი. ნორმალური თმა ირეკლავს შუქს და ბზინვარებს. ასე გამოიყურება ის დაბანვიდან რამოდენიმე დღე. ადვილად ივარცხნება და არ იმტვრევა, ელასტიურია. მშრალი თმა არ ბზინვარებს, ადვილად ცვივა, იბურდება, ძნელად ივარცხნება და ბოლოები ემტვრევა, ხშირად თან ახლავს წვრილი მშრალი ქერტლი. შერეული ტიპის თმა, როგორც წესი, ძირებში ცხიმიანია, ბოლოებში კი – მშრალი, იმის გამო, რომ ვერ ხდება ცხიმის გადანაწილება მთელ სიგრძეზე. ასეთი თმის ბოლოები ხშირად მტვრევადია. თმის ტიპის განსაზღვრა ხდება თმის კომპიუტერული დიაგნოსტიკით. შეგიძლიათ მიმართოთ ტრიქოლოგს (ტრიქოლოგი არის ექიმი, რომელიც ახდენს თმისა და თავის კანის დაავადებათა კვალიფიციურ დიაგნოსტიკას, მკურნალობასა და პროფილქტიკას.).