რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-მყავს 6 თვის შვილი,არის ხელოვნურ კვებაზე,4 თვიდან დავუწყე ფაფების მიცემა,5 დან კი ბოსტნეულის პიურეს.ვაძლე აგრეთვე ვაშლს.კიდევ რა შეიძლება რომ მივცე დამატებით?შეიძლება თუ არა ხაჭოს მიცემა?
პასუხი
-6 თვის პატარა უნდა იკვებებოდეს დღეში ხუთჯერ, ოთხსათიანი ინტერვალით. I კვება (სავარაუდოდ, 8 საათზე) - 200 მლ დედის რძე ან ადაპტირებული ნარევი. II კვება (12 საათზე) - 180-200 მლ 10%-იანი ფაფა და 30 გ გახეხილი ვაშლი. III კვება (16 საათზე) - 200 მლ ბოსტნულის სუპ-პიურე. IV კვება (20 საათზე) - 200 მლ დედის რძე ან ადაპტირებული ნარევი. V კვება (24 საათზე) - 200მლ დედის რძე ან ადაპტირებული ნარევი. ხაჭო რეკომენდებულია დღეში 2-4 ჩაის კოვზი. ამავე ასაკიდანაა რეკომენდებული კვერცხი, მაგრად მოხარშული ნახევარი კვერცხის გული დღეგამოშვებით (ვიწყებთ კვერცხის გულის მერვედი ნაწილით და თანდათან ვზრდით). მაგრამ მხოლოდ პედიატრთან შეთანხმებით. ეს სქემა მიახლოებითია. კვების რეჟიმი ინდივიდუალურად, ბავშვის ფსიქომოტორული განვითარების გათვალისწინებით, პირად პედიატრთან შეთანხმებით დგება.