გთხოვთ გულდასმით გაეცნოთ და გამცეთ პასუხი, გწერთ ე... | ონკოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

იანვარი 2021

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ონკოლოგია

კატეგორია - ონკოლოგია

30-10-2012

-გთხოვთ გულდასმით გაეცნოთ და გამცეთ პასუხი, გწერთ ექიმი, 58 წლის ქალმა 3 წლის წინ გაიკეთა საშვილოსნოს და დანამატების ექსტირპაცია-საშვ. ყელის კიბოს გამო, ჰისტომორფოლ. დადასტურდა მაღალდიფერენცირებადი კიბო,1-ლი სტადია,ი.ცინცაძესთან, სუფთა რეგიონალური ლიმფური კვანძები, გაიკეთა სხივურის 20 სეანსი-1 კურსი.. მას შემდეგ თავს კარგად გრძნობდა და ონკოგინეკოლოგმაც აღარ დაიბარა ვიზიტზე, ბოლო რამდენიმე თვეა პაციენტს აწუხებს მუდმივი ხველა, იღებს ვანსეარსა და სხვა უამრავ საშუალებებს მაგრამ არ შველის, გაიკეთა რენტგენი და აღმოჩნდა არაჰომოგენური ჩრდილი, კტ-ზე კი კვაანძები ორივე ფილტვში. როგორ ფიქრობთ 3 წლის ვადისთვის და 1-ლი სტადიისთვის მოსალოდნელი იყო მეტასტაზები -მაშინ როცა ლიმფ.კვანძები სუფთა იყო? უხეშად რომ ვთქვთ ქიმიოთერაპიის ფონზე რმდენხნიანი პროგნოზი შეიძლება ჰქონდეს პაციენტს? გთხოვთ 2 სიტყვიან პასუხს-როგორც ამ საიტზე ახასიათებთ თავიდან მოსაშორებლად ნუ გამცემთ, როგორ მოვიქცეთ და რას გვირჩევთ იქნებ დაგვარიგოთ-რამდენად რეალურია ასეთი წარმატებული ოპერაციის და სტადიის ფონზე ფილტვში მეტასტაზი?ან შეიძლება 1 ორგანიზმში დამოუკიდებლად 2 სიმსივნური კერის არსებობა?ტუბი და ექინოკოკი გამორიცხულია, ღვიძლიც გამოკვლეული აქვს და კარგ მდგომარეობაშია, დიდი მადლობა წინასწარ

პასუხი
-თქვენ ექიმი ბრძანდებით და თავადაც მშვენივრად იცით, რომ სიმსივნური პროცესის მიმდინარეობა და მასთან დაკავშირებული ვადების განსაზღვრა საკმაოდ ძნელია და პრაქტიკულად შეუძლებელიც.  3 წელი საკმაო დროა იმისათვის, რომ პროცესის პროგრესირება მომხდარიყო, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ პაციენტი ზედმიწევნით ზუსტად არ ასრულებდა ექიმის მითითებებს, იგულისხმება ფიზიკური  და ემოციური გადაღლა, ნერვული სტრესები. არც ორი პირველადი სიმსივნური კერის არსებობაა გამორიცხული.

კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად