ვარ 1მეტრა და 65 დაახლოებით. 65კილო. მკავს ორი შვ... | რჩევები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2021
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები

კატეგორია - რჩევები

30-10-2012

- ვარ 1მეტრა და 65 დაახლოებით. 65კილო. მკავს ორი შვილი გაჩენილი მიყოლებით. პატარა მყავს 2წლის და 4თვის.მინდა 5კილოს დაკლება და ვერაფრით ვერ დამიკლია. დავიკლებ დიეტით მერე; ისევ ვიმატებ თუმცა არც ტკბილეულს ვჭამ საერთოდ არც ცომს დიდად და ღამეც ვერიდები. უმოძრაოდაც არ ვარ. თქვენ მირჩიეთ TSH ანალიზი და გავიკეთე და ყველაფერი მწკობრშიაო ექიმმა.ჩიყვიც გამოვიკვლიე ეხოც გადავიღე და ნორმაშია. ძალიან გთხოვთ მირჩიოთ როგორ დავიკლო ეს 5კილო? აქ რომ წერია თქვენი რჩევები ვითვალისწინებ ხოლმე მაგრამ მშობიარობის მერე ძალიან მიჭირს დაკლება. ტუმცა 10კილო კი დავიკელი ბოლო მშობიარობის მერე.დიდი მადლობა წინასწარ იქნებ რამე კონკრეტული რჩევა მომცეთ რასაც აუცილებლად გავითვალისწინებ. და კიდევ ვინახავ ხოლმე მარხვას.

პასუხი
-დღეს მთელიმსოფლიოს დიეტოლოგები და საერთოდ ექიმებ ერთხმად აღიარებენ ბელანსირებული და რაციონალური კვების უდიდეს მნიშვნელობას ჯანმრთელობისთვის. მკაცრი დიეტის დაცვა დაუშვებელია, ჯერ ერთი ავნებთ თქვენს ჯანმრთელობას, მეორეც- სწრაფად დაკარგულ კილოგრამებს სწრაფადვე აღიდგენთ და უფრო მეტადაც მოიმატებთ წონაში. მთავარია, იწსავლოთ სწორი კვება და ფიზიკურად იყოთ აქტიური. ადამიანი წონაში მატულობს მაშინ, როცა საკვების სახით მიღებული კალოერიების დახარჯვას ვერ ახერხებს.  სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი ფიზიკურად გააქტიურება. ჩვენ ხშირად გვთხოვენ საიტის მომხმარებლები, ვასწავლოთ დიეტა. მათ ვაძლევთ რჩევებს, რომელიც მკაცრ შეწღუდვებს კი არ გულისხმობს, არამედ ჯანსაღი ცხოვრების წესს. თქვენც გვინდა იგივე რჩევები მოგცეთ. დაგვიჯერეთ, გაითვალისწინეთ ისინი და შედეგს აუცილებპად ნახავთ, თანაც ისწავლით სწორად კვებას:
-სვით დღეში 8-10 ჭიქა წყალი. იგი გაწმენდს თქვენს ორგანიზმს ტოქსინებისა და წიდებისაგან. შეზღუდეთ საკვებში მარილი, რომელიც ხელს უწყობს ორგანიზმში სითხის შეკავებას.
-ნურასოდეს გამოტოვებთ საუზმეს, რადგან ასეთ დროს ორგანიზმი იღებს სიგნალს, რომ თქვენ მშიერი ხართ და ანელებს ნივთიერებათა ცვლას.
-საკვები კარგად დაღეჭეთ, საერთოდ, ჭამეთ ძალიან ნელა. ნუ მიირთმევთ საჭმელს ტელევიზორთან ან სხვა ისეთ სიტუაციებში, სადაც კვების პროცესი ავტომატური და გაუაზრებელი ხდება.
-ივახშმეთ დაძინებამდე 3-4 საათით ადრე. გვიან მიღებული საკვები ორგანიზმში ცხიმის სახით ლაგდება.
-მიირთვით ზომიერი პორციები. საკვების მცირე მოცულობას უკეთ მოინელებთ.
- გადაეჩვიეთ ჭამებს შორის შუალედში სასუსნავის მირთმევას, გირჩევთ ასეთ დროს უპირატესობა ხილსა და ბოსტნეულს მიანიჭოთ.
-ერიდეთ ზედმეტ კოფეინს, განსაკუთრებით, ღამის საათებში, რადგან იგი არღვევს ძილის რეჟიმს. ღრმა ძილი კი ჩაძინებიდან რამდენიმე საათის განმავლობაში აუცილებელია ჰორმონული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის.
-ნუ მიეჯაჭვებით სასწორს – აიწონეთ კვირაში ერთხელ.
- დიეტისათვის შერჩეული პროდუქტები უნდა იყოს მრავალფეროვანი და გემრიელი. ჩამონათვალში აუცილებლად უნდა შედიოდეს: ქათმისა და ძროხის ხორცი, თევზი, რძე, რძის პროდუქტი, მარცვლეული, ბურღულეული, ხილი და ბოსტნეული. ეს პროდუქტები საჭირო რაოდენობით შეიცავს ცილებს, ცხიმებს, ნახშირწყლებს, მინერალებს და ვიტამინებს.
- -მიღებული პროდუქტების კალორიულობა უნდა შეესაბამებოდეს ორგანიზმის ენერგეტიკულ დანაკარგებს. ამიტომ გააქტიურდით ფიზიკურად.
- ოპტიმალურია ოთხჯერადი კვება საკვების ასეთი გადა ნაწილებით: 25%-საუზმე, 35%-სადილი, 25%-მეორე სადილი და 15%-ვახშამი.
- ერიდეთ ტკბილეულს: შაქარს, მურაბებს, ნაყინს, შოკოლადს, ცომეულს, ცხოველურ ცხიმს.

გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
გერმანიის რისკების შემფასებელმა ფედერალურმა ინსტიტუტმა გაანალიზა 36 ვეგანისა და 36 პირის (იღებდნენ შერეულ საკვებს) ძვლების მდგომარეობა.
ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები, სტრესის გადატანისას, გვირჩევენ კაკაოს დალევას
„სმარტფარმთან“ ინეტერვიუში ალერგიულ რინიტზე საუბრობს ბაია ბეზარაშვილი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ისრაელში მასობრივი ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოდან დაიწყო. ვნახოთ, რა გვაჩვენა
Los Angeles Lakers-ის ერთ-ერთი მფლობელი, ექიმი პატრიკ სუნ-შიონგი მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ორალურ ვაქცინაზე,
ზოგიერთი პროდუქტი, რომელზეც არის ობის სოკო, განსაკუთრებით საშიშია.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად