ოვულაციის პერიოდს როგორ უნდა მიხვდეს ქალი და რამდე... | რჩევები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აპრილი 2021

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები

კატეგორია - რჩევები

30-10-2012

-ოვულაციის პერიოდს როგორ უნდა მიხვდეს ქალი და რამდენი დღე გრძელდება ოვულაცია?

პასუხი
-ნაყოფიერ ანუ ორსულობისთვის ხელსაყრელ დღეების სავარაუდო განსაზღვრა ხდება მენსტრუაციული ციკლის ხანგრძლიობის მიხედვით (ციკლის ხანგრძლიობა განისაზღვრება დღეების რაოდენობით ორ მომდევნო მენსტრუაციას შორის ანუ რიგითი მენსტრუაციული სისხლდენის პირველი დღიდან მომდევნო მენსტრუაციის პირველ დღემდე დღეების რიცხვით). ეს მომენტი დაახლოებით ორ მენსტრუაციას შორის შუა პერიოდს ემთხვევა. თუმცა უნდა იცოდეთ, რომ ორსულობის განვითარება მოსალოდნელია არა მხოლოდ იმ დღეს, როცა ოვულაცია მოხდა, არამედ მაშინაც, თუ სქესობრივი ურთიერთობა გქონდათ ოვულაციამდე სამი დღით ადრე (რადგანაც სპერმატოზოიდები განაყოფიერების უნარს სამი დღის განმავლობაში ინარჩუნებენ), ან ოვულაციიდან მეორე-მესამე დღეს (რადგან საშვილოსნოში გადმოსული კვერცხუჯრედიც ასევე 2-3 დღეა განაყოფიერების უნარიანი).
თუმცა ოვულაციის ზუსტი დღის განსაზღვრა ზეპირად შეუძლებელია - მხოლოდ მიახლოებით შეიძლება ვივარაუდოთ ეს თარიღი. უფრო მარტივად რომ აგიხსნათ, ჩვენ არ ვიცით თქვენ რამდენ დღიანი ციკლი გაქვთ, ანუ რამდენ დღეში ერთხელ გაქვთ მენსტრუაცია. თუ 28 დღიანი ციკლი გაქვთ, მაშინ ოვულაციის მოსალოდნელი დღეებია მენსტრუაციის მოსვლიდან მე-12 -მე-17დღეებს შორის პერიოდი. თუ ამას დავუმატებთ იმ სამ-სამ დღეს (ოვულაციამდე და ოვულაციის შემდეგ), გამოდის, რომ განყოფიერებისთვის მოსალოდნელი პერიოდია მენსტუაციის მოსვლიდან მე-9 - მე-20 დღეები, ანუ ორსულობის განვითარების თეორიული შანსი თითქმის არ არსებობს მენსტრუაციის დაწყებიდან პირველი 8 დღის განმავლობაში, ეს შანსი ჩნდება ციკლის შემდგომი 11 დღის განმავლობაში და და ისევ არ არსებობს ციკლის ბოლო 9 დღის განმავლობაში (მომდევნო მენსტრუაციის მოსვლამდე 9 დღე). თუ ციკლი 20-ში გქონდათ და ზოგადად გაქვთ 28-დღიანი შუალედი მორიგ მენსტრუაციებს შორის, მაშინ ჩასახვისთვის ხელსაყრელი დღეებია 28-დან 7-მდე.
უფრო ზუსტად რომ დაადგინოთ ოვულაციის დღეები, შეიძინეთ აფთიაქში საოვულაციო ტესტი, რომელსაც მოყვება ინსტრუქცია, აუცილებლად უნდა გაეცნოთ მას. საოვულაციო ტესტი უნდა გაკეთდეს ოვულაციის სავარაუდო დღეებში, მაგალითად 24-დღიანი ციკლის დროს მენსტრუაციის მე-8 დღიდან 10 დღის განმავლობაში, 25 დღიანი ციკლი - მე-9 დღიდან, 26 დღიანი ციკლი - მე-10 დღიდან, 27 დღიანი ციკლი - მე-11 დღე, 28 დღიანი ციკლი - 12 დღე, 29 დღიანი ციკლი - 13 დღე, 30 დღიანი ციკლი - 14 დღე, 31 დღიანი ციკლი - მე-15 დღე.
ტესტი უნდა გაიხსნას უშუალოდ მოხმარების წინ, გახსნამდე უნდა გაათბოთ ხელებით, შარდში ჩადოთ აკურატულად (ვერტიკალურად ისრით ქვემოთ) და შედეგი ნახოთ 5 წუთის განმავლობაში. საოვულაციო ტესტი რეაგირებს შარდში ლუთეინური ჰორმონის არსებობაზე და აქედან გამომდინარე ოვულაციის შესახებ იძლევა ინფორმაციას.
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციით, ადამიანმა თევზი კვირაში ორჯერ უნდა მიიღოს.
ონკოლოგებისათვის კარგად არის ცნობილი, რომ იმუნოთერაპიაზე შვეიცარიაში დიდ იმედებს ამყარებენ.
თუ მეხსიერების პრობლემები გაწუხებთ, გამოიყენეთ გინგკო ბილობა თქვენს სასარგებლოდ.
ძილი და მასთან დაკავშირებული პრობლემები მსოფლიო მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს აწუხებს.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად