ვემზადები ორსულობისთვის. ანალიზების შედეგად აღმომ... | გინეკოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - გინეკოლოგია

კატეგორია - გინეკოლოგია

30-10-2012

- ვემზადები ორსულობისთვის. ანალიზების შედეგად აღმომაჩნდა ციტომეგალოვირუსი 3.4 და ტოქსოპლაზმის G ფორმა 60-სამოცი. ორი თვეა ვმკურნალობ იმუნიტეტის ასამაღლებლად რომ ვირუსები დამარცხდეს. სახლში დედამთილს ყავს კატა,რომელსაც არაფრით არ უშვებს სახლიდან. რამდენად საშიშია და მისაღებია ტოქსოლაზმის მკურნალობა, როცა სახლში კატაა და გადადის თუ არა აირწვეთოვანი გზით ამ ცხოველისგან ადამიანზე ეს დაავადება? და არის თუ არა მკურნალობა საკმარისი მხოლოდ ვიტანიმებით და იმუნიტეტის ასაწევი საშუალებებით? კიდევ ერთი-იწვევს თუ არა კუჭნაწლავის პრობლემებს ეს ვირუსები? რადგან სერიოზული პრობლემები მაქვს ამ მხრივ და რაც წამლების სმა დავიწყე ვირუსებისთვის ნელნელა ესეც მიგვარდება ვატყობ. და კიდევ ერთი-დამწირდება თუ არა ამ ვირუსების შემდეგ საშვილოსნოს მილების შემოწმება? დიდი მადლობა წინასწარ

პასუხი
- დაავადებული ცხოველის ფეკალიებით ხელების დაბინძურებისას (კატის დასაფენის გაწმენდა, ჰიგიენის წესების დაუცველობა, კანის დაკაწვრისას) ტოქსოპლაზმა ხვდება ადამიანის კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, საიდაც იწყებს განვითარებას. დაავადების გამომწვევის მოხვედრა შესაძლებელია ასევე კატის ნერწყვით (კბენის ან ლოკვისას). უკანაკლე შემთხვევაში დაინფიცირება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუკი კანი უკვე დაზიანებულია.
საკვები და საგნები ინფიცირდება, თუ მანამდე მას შეეხო ცხოველი. დაორსულებამდე და ორსულობისას მოერიდეთ ცხოველების ფეკალიებს.
ინფექცია განაკუთრებით საშიშია ნაყოფისთვის ორულობის ადრეულ ვადებზე.
დაავადება როგორც ემოთ მოგახსენეთ საშიშია მაშინ, როდესაცფ ქალი ავადდება ორსულობის ადრეულ ვადებზე. ამიტომ თქვენ ეს საშიშროება არ გემუქრებათ. რადგან დაავდება უკვე გადაგიტანიათ - ამის დამადასტურებელია იმუნოგლობულინ G მომატება (თუ ადგილი არა აქვს მ ფორმის მაჩვენებლის მატებასაც).
რაც შეეხება კუჭნაწლავის პრობლემებს, უნდა მიმართოთ გასტროენტეროლოგს.
საშვილოსნოს მილების შემოწმებას რაც შეეხება - ამას წყვიტავს ექიმი, რომელიც მართავს თქენი მკურნალობის პროცესს. გისურვებთ წარმატებებს. 
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად