რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-11 სექტემბერს მქონდა მენსტრუაცია.თითქმის ერთი თვეა აღარ მომსვლია.გავიკეთე ტესტი მაგრამ უარყოფითია.გთხოვთ მიპასუხოთ შესაძლოა ტესტი ცდებოდეს?ანდა პატარა ორსული ვიყო???მადლობა წინასწარ...
პასუხი
-გამოყენების წესის დაცვის შემთხვევაში ტესტი არ ცდება(სასურველია ჩატარება გადაცდენიდან 2-3 დღის შემდეგ). ტესტის განმეორებითი უარყოფითი პასუხის დროს ორსულობის ალბათობა შესაძლებელია გადამოწმდეს ვენურ სისხლში ორსულობის ჰორმონის - ქორიონული გონადოტროპინის - აღმოჩენით, ეს ყველაზე სანდო და უტყუარი მარკერია! მენსტრუალური ციკლის გადაცდენის შემთხვევაში, როცა ორსულობა არ დადასტურდება, საჭიროა ქალმა ჩაიტაროს შესაბამისი გამოკვლევები, მენსტრუალური ციკლის დარღვევის გამომწვევი მიზეზის დადგენის მიზნით(მენსტრუაციის შეწყვეტის მიზეზი შესაძლოა იყოს ავიტამინოზი, ჰორმონული ცვლილებები, ენდოკრინული პათოლოგია, ფსიქოლოგიური ტრავმა, ზოგიერთი ინფექციური დაავადება).