რას ნიშნავს შიზოფრენია? გთხოვთ განმიმარტოთ | ფსიქიატრია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ფსიქიატრია

კატეგორია - ფსიქიატრია

30-10-2012

-რას ნიშნავს შიზოფრენია? გთხოვთ განმიმარტოთ

პასუხი
-შიზოფრენია – უცნობი ეტიოლოგიის ფსიქიკური დაავადებების ჯგუფი, განვითარებაში გარკვეულ როლს ასრულებს ენდოგენური მექანიზმები და რომლებიც ცხოვრების გარკვეულ პერიოდამდე არ ვლინდებიან. ხასიათდება პიროვნების თანდათანობით მზარდი ცვლილებით (აუტიზმი, ემოციური გაღარიბება, უცნაურობების გაჩენა), სხვა ნეგატიური ცვლილებებითა (ფსიქიკური მოქმედების დისოციაცია, აზროვნების მოშლა, ენერეტიკული პოტენციალის დაცემა) და ფსიქოპათოლოგიური გამოვლინებებით (აფექტური, ნერვოზულ- და ფსიქოპათურისებრი, ბოდვითი, ჰალუცინაციური, ჰებეფრენიული, კატატონური). შიზოფრენიის ეტიოლოგია და პათოგენეზი არასკამარისადაა შესწავლილი.
მნიშვნელოვან როლს ასრულებენ კონსტიტუციურ-გენეტიკური ფაქტორები, ასევე ავადმყოფის სქესი და ასაკი. დააავადების განსაკუთრებით მძიმე ფორმები გვხვდება მამაკაცებში, ახალგაზრდობაში დაწყებული შიზოფრენია მიმდინარეობს ნაკლები ავთვისებიანობით, ვიდრე მოზრდილებში.
შიზოფრენია ხშირად ზემოქმედებს პიროვნების მკაფიოდ აზროვნების უნარზე, ანუ უნარზე გამოარჩიოს რეალობა ფანტაზიისაგან, მართოს თავისი ემოციები, მიიღოს გადაწყვეტილებები და კონტაქტი დაამყაროს სხვებთან. შიზოფრენიის სიმპტომები დამოკიდებულია დაავადების განვითარების სტადიაზე და ფორმაზე.
გამოყოფენ შიზოფრენიის სამ ძირითად ფორმას: უწყვეტად მიმდინარე, შეტევით – პროგრედიენტული და რეკურენტული (პერიოდული).
• პოზიტიური სიმპტომები, ანუ “ფსიქოზური” სიმპტომები, მოიცავს ბოდვას და ჰალუცინაციებს, რადგანაც პაციენტს მნიშვნელოვანწილად დაკარგული აქვს რეალობასთან კავშირი. “პოზიტიური” დაკავშირებულია ისეთი აშკარა სიმპტომების არსებობასთან, რომლებიც თითქოსდა არ უნდა იყოს ამ დაავადების დროს. ბოდვითი იდეები ადამიანებს აიძულებს დაიჯერონ, რომ გარშემო მყოფნი კითხულობენ მათ აზრებს ან შეთქმულებას აწყობენ მათ წინააღმდეგ, რომ სხვები ჩუმად უთვალთვალებენ, აკონტროლებენ და ემუქრებიან მათ, ან რომ მათ შეუძლიათ სხვა ადამიანების გონების კონტროლირება. ჰალუცინაციები აიძულებენ ადამიანებს გაიგონონ ან დაინახონ ისეთი რამ, რაც სინამდვილეში არ ხდება.
• ნეგატიური სიმპტომები მოიცავენ: ემოციურ უხალისობას ან ემოციის გამოხატვის უუნარობას, შეუძლებლობას დაიწყონ და ბოლომდე მიჰყვნენ რაიმე საქმიანობას, მოკლე და უშინაარსო მეტყველებას, ცხოვრებისაგან სიამოვნების მიღების შეუძლებლობასა და ცხოვრებისადმი ინტერესის არარსებობას. “ნეგატიური” სიმპტომები არ ეხება ადამიანის დამოკიდებულებებს, არამედ გულისხმობს ზოგიერთი ისეთი თვისებების უქონლობას, რომლებიც წესით უნდა არსებობდნენ.
• კოგნიტური სიმპტომები შეეხება აზროვნების პროცესს. მაგალითად, ადამიანებს შეიძლება უჭირდეთ ამოცანათა პრიორიტეტების განსაზღვრა, გარკვეული სახის მეხსიერებითი ფუნქციების შესრულება და საკუთარი აზრების დალაგება - სისტემატიზაცია. შოზოფრენიასთან ასოცირებულ ჩვეულ პრობლემას თვითონ მდგომარეობის ადექვატური თვითშეფასების შეუძლებლობა წარმოადგენს. ეს არ არის განზრახ, ცნობიერი უარყოფა, არამედ უფრო თვითონ ფსიქიკური დაავადების ნაწილად გვევლინება. ამგვარი არასწორი გაგება, რასაკვირველია, რთული პრობლემის წინაშე აყენებს შიზოფრენიის მქონე ადამიანების იმ ახლობლებს, რომლებიც მათთვის უკეთეს მზრუნველობასა და დახმარებას ეძებენ.
შოზოფრენია მოქმედებს პიროვნების გუნება - განწყობილებაზეც. შიზოფრენიით დაავადებული მრავალი ადამიანი დეპრესიული ხდება, მათგან ზოგიერთს ასევე ახასიათებს ხასიათის აშკარა მერყეობა და ბიპოლარული აშლილობის მსგავსი მდგომარეობა. როდესაც ხასიათის არასტაბილურობა წარმოადგენს დაავადების უმთავრეს თავისებურებას, მას უწოდებენ შიზოაფექტურ აშლილობას, რაც ნიშნავს, რომ შიზოფრენიის ელემენტები და გუნება-განწყობის აშლილობები მკაფიოდ ვლინდება ერთ პიროვნებაში. გაურკვეველია, შოზოაფექტური აშლილობა განსხვავებულ მდგომარეობას, თუ მხოლოდ შიზოფრენიის ქვე-ტიპს წარმოადგენს.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად