-თქვენ არ გაქვთ ჭარბი წონა, დიეტის დროს მზარდი ორგანიზმის ჯანმრთელობა საფრთხის წინაშე დგება, ამიტომ რჩევა იქნება შეიცვალოთ ცხოვრების წესი - მეტი იმოძრაოთ, ნაკლები მიირთვათ ცომეული, საკონდიტრო ნაწარმი, იშვიათად სვათ კოლა და სხვა გაზიანი სასმელები, ჩიფსები და ბურგერები, დაიცვათ კვების სწორი რეჟიმი და აუცილებელი კომპონენტებით მდიდარი საკვები დღის აქტიურ, პირველ ნახევარში მიიღოთ.
კვება უნდა იყოს მრავალფეროვანი და გემრიელი. ჩამონათვალში აუცილებლად უნდა შედიოდეს: ქათმისა და ძროხის ხორცი, თევზი, რძე, რძის პროდუქტი, მარცვლეული, ბურღულეული, ხილი და ბოსტნეული. ეს პროდუქტები საჭირო რაოდენობით შეიცავს ცილებს, ცხიმებს, ნახშირწყლებს, მინერალებს და ვიტამინებს.
-მიღებული პროდუქტების კალორიულობა უნდა შეესაბამებოდეს ორგანიზმის ენერგეტიკულ დანაკარგებს.
- ოპტიმალურია ოთხჯერადი კვება საკვების ასეთი გადა ნაწილებით: 25%-საუზმე, 35%-სადილი, 25%-მეორე სადილი და 15%-ვახშამი.
- ერიდეთ ტკბილეულს: შაქარს, მურაბებს, ნაყინს, შოკოლადს, ცომეულს, ცხოველურ ცხიმს. ეს ღონისძიებები საკმარისი იქნება წონის მცირე კორექციისთვის.
რაც შეხება ცელულიტს, საწყის ეტაპზე სასურველია ანტიცელულიტური მასაჟი სპეციალური კრემებით, რისთვისაც უნდა მიმართოთ ესთეტიკურ ცენტრებს. ცელულიტთან ბრძოლის რომელი მეთოდიც არ უნდა აირჩიოთ, გახსოვდეთ: მთავარია, დაიცვათ ცხოვრების ჯანსაღი წესი, მიირთვათ ნაკლები ხორცი, ცხიმი, ტკბილეული, მეტი ხილ-ბოსტნეული, მისდიოთ სპორტს.