მოგესალმებით, ვარ 18 წლის ახალი გათხოვილი. მაქვს ... | რჩევები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები

კატეგორია - რჩევები

29-10-2012

-მოგესალმებით, ვარ 18 წლის ახალი გათხოვილი. მაქვს თეთრი ფერის უსუნო გამონადენი 3-4 დღეა, თუ შეგიძლიათ მირჩიოთ რამე ან რისი ბრალი შეიძლება იყოს. ვარ გაციებული, მაქვს გრიპი, შეიძლება რომ გაციებასთან იყოს გამონადენი დაკავშირებული? დიდი მადლობა

პასუხი
-არ უნდა იყოს ეს პათლოგიური გამონადენი.
ინფორმაციისთვის!
ქალს მცირე ოდენობის გამჭვირვალე, უსუნო გამონადენი უნდა ჰქონდეს. გამონადენის რაოდენობა მატულობს ოვულაციის პერიოდში (მენსტრუალური ციკლის შუა პერიოდი). შემდეგ თანდათან მცირდება. გამონადენი პათოლოგიური ხასიათისაა როცა ის არის სუნიანი, იცვლის ფერს და ხდება: მომწვანო-მოყვითალო, მონაცრისფრო-ჭუჭყიანი, ქაფიანი, ხაჭოსებრი და ა.შ.
მოწიფული ქალის საშოდან გამონადენის ოდენობა დამოკიდებულია ჰორმონულ ფონსა და მენსტრუაციული ციკლის ფაზაზე. ციკლის შუაში გამოიყოფა ჭარბი და წევადი ლორწოვანი გამონადენი, რომელიც კვერცხის ცილას მოგვაგონებს. ამის მიზეზია ესტროგენების მაქსიმალური პროდუქცია, რაც ოვულაციაზე მიუთითებს. მეორე ფაზაში გამონადენი იღებს მოთეთრო ელფერს, კრემისებრ კონსისტენციას, მომჟავო სუნს. მენსტრუალური ციკლის შემდეგ გამონადენის რაოდენობა მინიმალურია.
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად