რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-გამარჯობათ, დილით გაღვიძებისას და ზოგჯერ საღამოს დრო და დრო მაქვს მოვლითი ყურების შუილი და წუილის გაბმული ხმა მესმის ყურებში, რის ბრალი შეიძლება იყოს
პასუხი
-ყურებში ხმაურს მრავალი დაავადება იწვევს, უმთავრესად - გარეთა, შუა და შიგნითა ყურის დაავადებები. თვით ამ დაავადებათა უმთავრეს მიზეზად კი მიიჩნევენ სმენის ნერვის დაბოლოების გაღიზიანებას შიგნითა ყურის ანთებითი პროცესებით, ტოქსიკური პრეპარატებით. არტერიული წნევის აწევა ან დაწევა, სისხლძარღვოვანი კრიზი, ვეგეტატიური ნერვული სისტემის პათოლოგიური მდგომარეობა, შაკიკი, ნევრასთენია, სისხლძარღვოვანი დარღვევები, ოსტეოქონდროზი, შაქრიანი დიაბეტი - ის დაავადებებია, რომელთა დროსაც შესაძლებელია ყურებში ხმაურის განვითარება. ასევე შესაძლოა დროებითი ხმაურის გაჩენა ორსულობის დროს და კლიმაქტერიულ პერიოდში. არის ელემენტარული მიზეზი - გოგირდოვანი საცობი. ამიტომ რჩევაა, დროულად მიმართოთ ექიმს, რადგან დაგვიანების შემთხვევაში ეს ხმაური შეიძლება ყოფის სამუდამო თანამგზავრი გახდეს.