მოგესალმებით,მშობიარობის შემდეგ(საკეისრო კვეთა) და... | რჩევები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები

კატეგორია - რჩევები

29-10-2012

-მოგესალმებით,მშობიარობის შემდეგ(საკეისრო კვეთა) დამეწყო შეკრულობა, დისკომფორტს ვგრძნობ მუცლის არეში,მუცელიო მებერება ძალიან ისე რომ ორსულს ვგევარ, თუ წამალს არ დავლევ კუჭში ვერ გავდივარ (ვსვავ სენადეს ყოელ საღამოს) როგორ ვიმკურნალო ან ვის მივმართო კონსულტაციისთვის?

პასუხი
-მშობიარობის შემდგომ პერიოდში ყაბზობა იშვიათი შემთხვევა არ არის. მისი გამომწვევი მიზეზებია: ჰორმონული ფონის მკვეთრი ცვლილება, მუცლის პრესის კუნთების მოდუნება, გადიდებული საშვილოსნოს ზეწოლა ნაწლავებზე, ნაწლავების გადაადგილება მუცლის ღრუში (ისინი თანდათან უბრუნდება ჩვეულ მდებარეობას 6-8 კვირის განმავლობაში), გაჭინთვის შიში (ნაკერებისა და ჰემოროის გამო), არარაციონალურად შერჩეული მენიუ, მეძუძური დედის ფსიქოლოგიური გადაძაბვის ფაქტორი. მეძუძურობის პერიოდში ყაბზობის პრობლემის მოსაგვარებლად არ შეიძლება საფაღარათო პრეპარატების მიღება. უნდა მოწესრიგდეს რაციონი - შეიტანეთ მენიუში მეტი ხილი და ბოსტნეული (ცოცხალი და მოხარშული სახით), კომპოტები, წვნიანები. მიირთვით წიწიბურა, შვრია, რძემჟავა პროდუქტები, ზეთიანი სალათები, შავი პური. ნუ მიირთმევთ მაგარ ჩაის, თეთრ პურს, ნიგვზიანს, ბარდეულს.
ძალიან კარგ შედეგს იძლევა ფიზიკური ვარჯიში, განსაკუთრებით - მუცლის პრესის ვარჯიში. ფიტოთერაპევტები ყაბზობის სამკურნალოდ გვთავაზობენ ასეთ რეცეპტს: კარტოფილის ახალგამოწურულ წვენს დაასხით იმავე რაოდენობით წყალი. სვით ეს ნარევი 1/4 ჭიქა 3-ჯერ დღეში, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. კარგია კამის თესლის, პიტნის ფოთლების და კატაბალახას ფესვების ნარევის ნაყენიც.
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად