მოგესალმებით! მაინტერესებს რა იწვევს წყლების ამღვრ... | რჩევები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

დეკემბერი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები

კატეგორია - რჩევები

29-10-2012

-მოგესალმებით! მაინტერესებს რა იწვევს წყლების ამღვრევას ორსულობისას? მანკიანი გამიჩნდა პატარა ბიჭი რომელიც მომიკვდა 6 თვისას.,მეორე ორსულობის დაგეგმვისთვის მაინტერესებს ყოველი დეტალი გავიგო შეძლებისდაგვარად..,იწვევს თუ არა მანკიანი ნაყოფი წყლების ამღვრევას? ვის მივმართო სრულყოფილი კვლევისთვის?გთხოვთ მირჩიოთ.

პასუხი
-ამღვრეული სანაყოფე წყლები - ადრეულ ვადაზე უხშირესად მიუთითებს ინფექციურ პროცესზე, სანაყოფე სითხის შემღვრევა შეიძლება ნაყოფის ჰიპოქსიის (ჟანგბადის ნაკლებობის) და ორსულთა ანემიის მაჩვენებელი იყოს. თუმცა 30 კვირიდან წყლების მცირე შემღვრევა შესაძლოა დაკავშირებული იყოს ნაყოფის ეპითელიუმის ჩამოფცქვნასთან, რომელიც საოფლე ჯირკვლების სეკრეტთან ერთად ამღვრევს სანაყოფე წყლებს. 35 კვირიდან შესაძლოა სანაყოფე წყლები შეიმღვრეს მასში მეკონიუმის (ნაყოფის პირველი განავალი) გამოჩენით, თუმცა ეს მაინც მის ჰიპოქსიურ მდგომარეობაზე მეტყველებს.
გულ-სისხლძარღვთა თანდაყოლილი მანკების უმრავლესობის მიზეზი დღემდე უცნობია. მათ განვითარებაში მრავალი ფაქტორი ასრულებს როლს. ამათგან უმნიშვნელოვნესია გენეტიკური განწყობა და გარეგანი ზემოქმედება. ერთერთი ფაქტორი, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს გულის თანდაყოლილი მანკი არის ორსულობის პირველ ტრიმესტრში გადატანილი ვირუსული და სხვა ინფექციები (წითურა, გრიპი, B ჰეპატიტი, ჰერპესი, ციტომეგალოვირუსული ინფექცია, კოქსაკის ვირუსი).
საჭიროა გინეკოლოგს მიმართოთ, რომელიც დაგეგმავს საჭირო კვლევებს.
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად