რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-გამარჯობა, ბოლო დროს ჩემი მეუღლე ძილის დროს სუნთქვას აჩერებს, თითქოს გული უჩერდება, მერე თვითონვე ეღვიძება, ან მე ვაღვიძებ, ეს მარტო ძილში ემართება, მოწევას თავი დაანება და წონაშიც საკმაოდ მოიმატა, წონის ბრალი ხომ არ არის?მაინტერესებს საშიში ხომ არ არის და ვის მივმართოთ,წინასწარ მადლობას გიხდით პასუხისთვის.
პასუხი
-ძილის ობსტრუქციულ აპნოეს ხშირად უჩვიან მამაკაცები, ჭარბი წონის მქონე პირები, არტერიული ჰიპერტენზიით დაავადებულები და ხანშიშესულები. ძილის ობსტრუქციული აპნოეს შემთხვევაში ადამიანი ხვრინავს. ხვრინვის ამპლიტუდა და სიმაღლე თანდათან იმატებს, შემდეგ რამდენიმე წამით სუნთქვა ჩერდება და ხვრინვა კვლავ განახლდება. ბუნებრივია, ძილის ობსტრუქციული აპნოე ორგანიზმისთვის უკვალოდ არ ჩაივლის. გარდა არასრულფასოვანი ძილით გამოწვეული დისკომფორტისა, აპნოე ვნებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას. დაავადებულთა დაახლოებით 50%-ს აღენიშნება მაღალი არტერიული წნევა, დილით არტერიული წნევის მაჩვენებელი აპნოეს სიხშირის პარალელურად იმატებს, აღინიშნება გულის რიტმის დარღვევა. ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით მიმართეთ ზოგადი პროფილის ექიმს - თერაპევტს.