რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-მაინტერესებს ცხვირის ზემოთ მაქვს შავი პატარა გამონაყარები და იქნებ მითხრათ რისი ბრალია ეს და რა მოვუხერხო?
პასუხი
-ეს ფერიმჭამელებია, გირჩევთ - დაიცავით დიეტა - უნდა შეზღუდოთ ნახშირწყლები და ცხიმი, სამაგიეროდ გაამდიდროთ კვების რაციონი რძის პროდუქტებით, ხილით, ბოსტნეულით, ზოგჯერ მარილის შემცირებაც არ არის ურიგო. - გამონაყარს არ ახლოთ ხელი - მათზე ზეწოლა გამორწყვის მიზნით დაუშვებელია, უფრო მეტად დააზიანებთ კანს, გააძლიერებთ ანთებას და ხელს შეუწყობთ ინფექციის გავრცელებას. - პირი დაიბანეთ დღეში ორჯერ ცხიმიანი ან პრობლემური (აკნესადმი მიდრეკილი) კანისთვის განკუთვნილი საპნით. პირი გაიმშრალეთ პირსახოცით ნაზად. და ბოლოს, ერთ მეტად ეფექტურ საშუალებას გასწავლით: აურიეთ ერთმანეთში 35 მგ ქაფურის სპირტი, 35 მგ გულყვითელას ნაყენი და 4 ცალი კარგად დაფქვილი ლევომიცეტინი. დაბანვის შემდეგ (ყოველდღე) გაიწმინდეთ ამ სხნარით პრობლემური კანი.