ანტისტრეპტოლიზინი,რას ნისჰნავს?სისხლის ანალიზში მ... | რჩევები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

იანვარი 2021

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები

კატეგორია - რჩევები

29-10-2012

-ანტისტრეპტოლიზინი,რას ნისჰნავს?სისხლის ანალიზში მიწერია ეგრე. და რევმატოიდული ფაკტორი? გტხოვთ გამიმარტოთ

პასუხი
-ანტისტრეპტოლოზინი არის ანტისხეული სტრეპტოლიზინის მიმართ A ჯგუფის ბეტა-ჰემოლიტიკური სტრეპტოკოკისა. წარმოადგენს მწვავე სტრეპტოკოკული ინფექციის მარკერს. ანგინის შემდგომ, ანტისტრეპტოლოზინის მდგრადი და ხანგრძლივი მომატება შეიძლება მოასწავებდეს რევმატულ პროცესს. კლინიკურ პრაქტიკაში გამოიყენება რევმატული პროცესის დინამიკაში დასაკვირვებლად. ტიტრის მომატება აღინიშნება დაავადების დაწყებიდან ერთი კვირის შემდეგ. აღწევს პიკს 3-5 კვირის შემდეგ და ქვეითდება 6 თვის ან წლის შემდეგ. იმდენად რამდენადაც ერთჯერად გამოკვლევას აქვს დაბალი პროგნოზული და ინფორმაციული მნიშვნელობა, რეკომენდირებულია გამოკვლევის დინამიკაში (1 კვირა) ჩატარება. ანტისტრეპტოლოზინის მომატება აღინიშნება ზოგიერთ ავადმყოფებში რევმატოიდული ართრიტით, მაგრამ ამავე დროს მისი დონე უფრო დაბალია, ვიდრე რევმატიზმისას. ანტისტრეპტოლოზინის ტიტრი შეიძლება აღენიშნებოდეს ასევე სტრეპტოკოკის მატარებელ ჯანმრთელ პირებს.
რევმატოიდული ფაქტორი  A,G,M კლასის ანტისხეულებია, სინთეზირდება სინოვიალური გარსიდან პლაზმური უჯრედების მიერ. რევმატოიდული ფაქტორი ხვდება სისტემურ სისხლის მიმოქცევაში და რეაგირებს როგორც აუტოანტიგენი საკუთარი IgG-ით. წარმოქმნილი იმუნური კომპლექსები აზიანებს სინოვიალურ გარსს, სისხლძარღვების კედლებს. გამოკვლევას რევმატოიდული ფაქტორ-ზე იყენებენ აუტოიმუნური და სხვა ანთებითი დაავადებების დიაგნოსტიკისთვის.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად