რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-გამარჯობათ :)) მაქვს გამომშრალი თმა, მაგრამ არ ვიცი რა იწვევს ამას. ვცდილობ ხშირად მოვიჭრა ძირები, მაგრამ მოჭრის შემდეგ ისევ მალე შრება და იხვევა, თითქოს დამწვარიაო. არ ვიცი რა უნდა იწვევდეს,არ ვხმარობ ფენს. მირჩეთ რამე გთხოვთ.
პასუხი
-უნდა გამოიყენოთ ვიტამინიზირებული შამპუნი მშარალი თმებისთვის განკუთვნილი და ასევე მშრალი თმებისთვის განკუთვნილი ბალზამი. მშრალი თმებისთვის ასევე კარგია თალგამის ზეთი (შეგიძლიათ შეიძინოთ აფთიაქში). გარდა ამისა, თმის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით გირჩევთ, შეიზილოთ თმაში მაიონეზი და შემდეგ ჩამოიბანოთ. მაგრამ იგი უნდა გაიჩეროთ არა უმეტეს 20 წუთისა, რადგან მაიონეზში შედის მდოგვი, რომელიც დიდხანს გაჩერების შემთხვევაში დააზიანებს თმას. ასეთი ნიღაბი კვებავს თმას. კიდევ რამდენიმე რეცეპტს შემოგთავაზებთ: >ათქვიფეთ 1 კვერცხის გული, შეურიეთ 1 სუფრის კოვზი აბუსალათინის ზეთი, შეიზილეთ ახლად დაბანილ თავის კანში და 1 საათის შემდეგ ჩამოიბანეთ. > თაფლის, გახეხილი ხახვის და ცოტა მცენარეული ზეთის ნარევი შეიზილეთ თმის ძირებში. დაიხურეთ რეზინის ქუდი და 1 საათის შემდეგ ჩამოიბანეთ. >1 სუფრის კოვზ ჭინჭრის ფოთლებს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი თერმოსში, 2 საათის შემდეგ შეიზილეთ თმის ძირებში. >თმის ძირებში შეიზილეთ ზეითუნის ზეთში შერეული ნივრის წვენი. 1 საათის შემდეგ ჩამოიბანეთ. >1 სუფრის კოვზი თაფლი, 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი, 1 სუფრის კოვზი აბუსალათინის ზეთი და 1 კვერცხი. ნაზავს თმის ძირებში იზელდნენ და 20-25 წუთი აჩერებდნენ. შემდეგ კი ჩამოიბანდნენ ხოლმე.