1 თვის ხდება ჩემი პატარა გიორგი,რომელიც ძუძუზე მყა... | ბავშვის კვება - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ბავშვის კვება

კატეგორია - ბავშვის კვება

28-10-2012

-1 თვის ხდება ჩემი პატარა გიორგი,რომელიც ძუძუზე მყავს.მაინტერესებს,რისი ჭამა შეიძლება და რისი არა.ყველა სხვა და სხვა აზრს მეუბნება.ამიტომ გადავწყვიტე თქვენთვის მომემართა....

პასუხი
-მეძუძურ ქალს მრავალფეროვანი საკვები სჭირდება. რაციონიდან უნდა გამორიცხოს ცხიმიანი საკვები, ტკბილეული, ცომეული, ტკბილი გაზიანი სასმელი, მზესუმზირა. შემწვარი საკვები სასურველი არ არის. შეზღუდეთ კოფეინის შემცველი პროდუქტები: ყავა, მუქი ჩაი, კოკა-კოლა, შებოლილი, დაკონსერვებული პროდუქტების, ალკოჰოლის მიღება. ალკოჰოლი ადვილად გადადის რძეში და ახალშობილებში მძიმე ნევროლოგიურ დაზიანებას იწვევს. ყველაფერი დანარჩენი - პირველი და მეორე კერძები მჭლე ხორცით ან თევზით, ხარისხიანი ყველი, ბოსტნეული, ხილი - ნებადართულია. ნუ დაივიწყებთ ფაფებს.
ბავშვის კვებისას ეცადეთ მიიღოთ მეტი ბოსტნეული და ახალი ხილი, ასე თქვენს მიერ გამომუშავებული რძე გაჯერებული იქნება ვიტამინებით - ისინი რაციონში სათითაოდ უნდა შეიტანოთ და დააკვირდეთ ბავშვის რეაქციას, დიდი მნიშვნელობა აქვს დღის რეჟიმს. სასურველია, იგი შევუთანხმოთ ბავშვის კვების რეჟიმს და საკვები მივიღოთ ძუძუთი კვების წინ (დღეში 5-6-ჯერ). ეს ხელს შეუწყობს რძის სეკრეციას.
ლაქტაციის გასაუმჯობესებად ჭამის წინ შეიძლება მიირთვათ ერთი ჭიქა რძე ან წვენი. სასურველია დედის საკვებში არ შედიოდეს დიდი რაოდენობით სანელებლები (მაგ; ნიორი, ხახვი, სუნელი), ვინაიდან ისინი გემოსა და სუნს უცვლის რძეს, და პატარა ვეღარ ცნობს საყვარელ საკვებს.
ადვილად ასათვისებელ ნახშირწყლებს (ტკბილეულს, საკონდიტრო ნაწარმს) ზიანი გაცილებით მეტი მოაქვს, ვიდრე სარგებელი: ბავშვს ებერება მუცელი, დედიკო კი მოიმატებს წონას. ცხიმები აუცილებელია ღვიძლის კვებისთვის, ზოგიერთი ვიტამინის შეწოვისთვის, ცხიმის მარაგის დაწვისთვის, მაგრამ საკვებში ის არ უნდა აღემატებოდეს 25%-ს. ცხიმიან ხორცში, რძეში, შემწვარ პროდუქტებში და ერბოზელილ ცომში შედის მავნე ცხიმები, ზღვის ცხიმსა და მცენარეულ ზეთებში - სასარგებლო. ძალიან მნიშვნელოვანია ორგანიზმისთვის მიკროელემენტებიც. რკინის წყაროა ხორცი (რკინის დეფიციტი ხელს უწყობს ანემიის განვითარებას), ფოსფორისა - თევზი (უმჯობესია, მოხარშული), კალციუმისა (უზრუნველყოფს ძვლისა და კბილების ზრდას) - რძე და რძის პროდუქტები.
ქვემოთ მოგვყავს მეძუძურის მენიუ. მეძუძური ქალის ყოველდღიურ რაციონში უნდა შედიოდეს:
• 200 გრამი ხორცი (უმეტესად - მოხარშული და მჭლე);
• 100-150 გრამი ხაჭო;
• 20-30 გრამი ყველი;
• 1 მოხარშული კვერცხი (კვირაში 2-3 დღე);
• 600 გრამი ბოსტნეული (აქედან კარტოფილი - არა უმეტეს 200 გრამისა);
• 200-300 გრამი ხილი;
• პური - არა უმეტეს 400 გრამისა (ამ ოდენობაში შედის სხვა ცომეული და საკონდიტრო ნაწარმი); ჭვავის პური – 100გ . ხორბლის პური – 200 გ
• სითხე - არა უმეტეს 2 ლიტრისა, აქედან 1 ლიტრი საკვების, ხოლო 1 ლიტრი წყლის სახით (ამაში არ შედის ტკბილი გაზიანი სასმელები - კოკა-კოლა, ფანტა, პეპსი-კოლა და სხვა).
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
მამობის მსურველი მამაკაცებისთვის ჩასახვის შანსი იზრდება კარგი ძილის შემთხვევაში. რეკომენდებულია დასაძინებლად დაწოლა 22:30 საათზე.
საკვების მონელების პროცესის ამა თუ იმ რგოლის მოშლისას,
არსებობს უამრავი კოსმეტიკური პროდუქტი, რომლებიც მსხლის ინგრედიენტებსაც შეიცავს.
მზის მცხუნვარე სხივები უარყოფითად მოქმედებს თმის სიჯანსაღესა და შესახედაობაზე.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად