რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-8 წლის და 5 წლის ბავშვებს სძინავთ ოთახში სადაც დაახლოებით ღამის 2-3 საათამდე ჩართულია კომპიუტერი. ბავშვებს არ ააქვთ შეხება კომპიუტერთან მაგრამ მაინტერესებს ცუდად იმოქმედებს თუ არა ეს მათ განვითარებაზე
პასუხი
-კომპიუტერის ელექტრომაგნიტური გამოსხივება დედამიწაზე არსებული ფონის თანაბარია და შეესაბამება ნორმატივებს, მაღლი ხარისხის კომპიუტერის ელექტრომაგნიტური გამოსხივება ასევე შეესატყვისება ნორმატივებს. დაბალი ხარისხის კომპიუტერის გვერდითი და უკანა კედლებიდან დაბალი სიხშირის ელექტრომაგნიტური გამოსხივების დონე კი შეიძლება მომატებული იყოს. ოთახში, სადაც კომპიუტერი დგას, იცვლება ჰაერის ფიზიკური მახასიათებლები: ტემპერატურა შეიძლება 26-27 გრადუსამდე ავიდეს, შეფარდებითი ტენიანობა კი ნორმაზე დაბლა იყოს 40-60%–მდე. ამასთან, ჰაერი იონიზირდება, რაც ზრდის მძიმე იონების რაოდენობას, რაც უარყოფითად მოქმედებს შრომისუნარიანობაზე. იონები ილექება ჰაერში და ხვდება სასუნთქ გზებში. ზოგი ადამიანი, მათ შორის ბავშვებიც, რეაგირებენ ჰაერის ასეთ ცვლილებაზე. ამისგან ჩნდება ყელის სიმშრალე, ხველა. ალერგიული რექციები. ხშირად უნდა გაანიავოთ და სველი წესით დაალაგოთ ოთახი.