გულზე მაქვს პრობლემები.დაახლოებით 3კვირის წინ ნერვ... | ნევროლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ნევროლოგია

კატეგორია - ნევროლოგია

28-10-2012

-გულზე მაქვს პრობლემები.დაახლოებით 3კვირის წინ ნერვიულობს ნიადაგზე გულზე დამადგა ჭვალი.4სთ.-დან მოყოლებული მთელი დარჩენილი დღე მქონდა ჭვალიდა თანდათან მიძლიერდებოდა.დავლიე დამამშვიდებლები მაგრამ არ მიშველა.ღამე სასწარფო გამოიძახე გადამიღეს კარდიოგრამა და მითხრეს რომ გულზე არაფერი პრობლემა არ მაქვს,უბრალოდ ნერვიულობს და შესაძლოა გაციების ბრალიც რის.ჭვლები დიდი ხანია მაწუხებს მაგრამ ასე ძლირ არ შევუწუხებივარ.თავიდან ვისვამდი დიკლაკ გელის მალამოს და ასე თუ ისე მშველოდა.ყოველ გამე მაწუხებს გულს საშინელი ტკივილი.გულის მხარეს ვერ ვწვები,ასევე ვერც გულ-დაღმა.მთელი დღის განმავლობაში მაწუხებს რაღაც ყრუ ტკივილი გულის არეში თუ რამეზე გავნერვიულდები უფრო მიმატებს,ასევე ოდნავ თუ შეცივდა ლავიწის ძვლიდან გულის ქვედა ნაწილამდე სულ მტკივა.რისი ბრალი შეიძლება იყოს .და არის თუ არა რაიმე საშიში.

პასუხი
-თუ გულისმერი ტკივილი გამოირიცხა, მაშინ მიმართეთ ნევროლოგს რადგან
გულმკერდში ტკივილი აღმოცენდება მიოზიტის, ნეკნების დაზიანების, ნეკნთაშუა ნევრიტის, კოსტოქონდრიტის შემთხვევაში. მიოზიტის (კუნთის ანთების) დროს ტკივილს მოძრაობა იწვევს, კიდურების აწევა, დაზიანებული კუნთის საპირისპირო მხარეს გადახრა კი აძლიერებს. ნეკნების დაზიანებისას ტკივილი ერთ ადგილას არის ლოკალიზებული და მოძრაობისას მკვეთრად ძლიერდება. ნეკნთაშუა ნევრიტისას ტკივილი ძლიერდება, როდესაც ადამიანი იხრება დაზიანების მხარეს. კოსტოქონდრიტის - ნეკნის ხრტილის ანთების დროს ტკივილი ინტენსიურია, უეცრად აღმოცენდება და იმდანად ძლიერია, რომ მართლაც შეიძლება, გულის შეტევის იმიტაცია მოახდინოს, თუმცა განსხვავებულია მისი ლოკალიზაცია და ხასიათი. ის ძლიერდება მკერდის ძვალზე ან მის ახლოს ნეკნებზე ზეწოლისას და,  გულის იშემიური დაავადებისაგან განსხვავებით, ერთ ადგილას, მცირე ფართობზეა ლოკალიზებული. ჩამოთვლილი პათოლოგიების გვერდით უნდა ვახსენოთ შემომსარტყლავი ჰერპესი ანუ ჰერპეს-ზოსტერიც - გულმკერდის ტკივილი ზოგჯერ მასთანაც არის დაკავშირებული. ეს გახლავთ ვირუსული დაავადება, რომელსაც ნეკნთაშუა ნერვების საპროექციო არის გასწვრივ სპეციფიკური გამონაყარის გაჩენა და ამ მიდამოს ძლიერი ტკივილი ახასიათებს. დიაგნოსტიკას ზოგჯერ ის გარემოება ართულებს, რომ ტკივილი გულმკერდში ტიპური გამონაყარის გაჩენამდე აღმოცენდება.
გულმკერდის არეში ტკივილი მიზეზებზე მეტი ინფორმაციისმირება შეგიძლიათ შემდეგ მისამართზე>>>http://mkurnali.ambebi.ge/medicinis-siakhleni/1679-2010-01-07-17-24-43.html
კომენტარები
01 ოქტომბერი 2016 06:33
გამრჯობათ,რამდენიმე დღეა ვგძნობ ჭვალს გულზე,რომელიც მოძრაობისას ძლიერდება,ზოგჯერ ჭვალი წამიერია,ზოგჯერ კი გრძელდება რამდენიმე წუთი,მაინტერესებს,მიუთითებს თუ არა ეს გულის პრობლემებზე
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
დიეტური კვება აუმჯობესებს ნაწლავის პერისტალტიკას და უზრუნველყოფს მის დროულ დაცლას;
წონის კორექციის მსურველებს დიეტოლოგები რამდენიმე რჩევას აძლევენ - არ შეიძლება ისეთი აბებისა თუ
მკვლევარებმა შეადარეს ეფექტი, რომელსაც დაბალი და მაღალი ენერგეტიკული სიმკვრივის პროდუქტები მადასა
ზაფხული, სხვა ღირსებებთან ერთად, ხილის, ბოსტნეულისა და ბაღჩეულის მრავალფეროვნებითაც გამოირჩევა.
ჩვენს განწყობას ჩვენივე ტვინის ქიმია განსაზღვრავს. მისმა მცირე ძვრამაც კი შეიძლება დეპრესია გამოიწვიოს.
ბებიაჩემი გამუდმებით ჩამჩიჩინებს, რომ კანი კოსმეტიკით არ უნდა გადავტვირთო, რომ კონსერვანტები ზამთარშიც ეყოფა, ახლა კი დასვენება და ცოცხალი ვიტამინები სჭირდება. მართლა ასეა თუ არა?


ბაღი ნამდვილად ყველა სახლს დაამშვენებს. ბაღიან ეზოში დასვენება, განტვირთვა ძალიან სასიამოვნო და სასარგებლოა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად