. მაქვს კუჭნაწლავის პრობლემა. გაუვალობას ვგულისხმო... | გასტროენტეროლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - გასტროენტეროლოგია
28-10-2012

-გამარჯობათ. მაქვს კუჭნაწლავის პრობლემა. გაუვალობას ვგულისხმობ. ექიმთან ვერ მივდივარ ფინანსური პრობლემების გამო. სახლის პირობებში იქნებ მირჩიოთ რამე. მადლობა წინასწარ :)

პასუხი
-ყაბზობის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია:
*სულ ცოტა 1, 5 ლიტრამდე სითხის მიღება, სითხის უდიდესი ნაწილი უნდა იყოს წყალი.
*რეგულარული ვარჯიში ან ფეხით სიარული დღეში 30 წუთის განმავლობაში, სულ მცირე კვირაში 5 დღის განმავლობაში.
*ბოჭკოთი მდიდარი საკვები – ბოსტნეული - ჭარხლის, ისპანახის ფოთლებისაგან მომზადებული საკვები, პარკოსნები, ლობიო, ბარდა, სტაფილო, მწვანილი; ჭვავის პური, კაკალი, თხილი, შვრია, ქერი, ხილი - ვაშლი, შავი ქლიავი, ლეღვი, გარგარი, ატამი, ციტრუსები. გაითვალისწინეთ, რომ კანგაცლილ ხილში ბოჭკოს შემცველობა ნაკლებია.
*საკვებისათვის ხორბლის ქატოს დამატება უნდა შეიზღუდოს:
*კოფეინით მდიდარი სასმელი – მუქი ჩაი, ყავა, შოკოლადი;
*ბოჭკოთი ღარიბი საკვები – ბრინჯი, მაკარონი, ვერმიშელი, თეთრი პური, ყველი;
*საფაღარათოების მიღება. ბოჭკოს შემცველობა ზოგიერთ საკვებში:
გამომშრალი ბარდა, 1 ჭიქა (მზა სახით) – 16,3 გრ;
ოსპი, 1 ჭიქა (მზა სახით) – 14, 6 გრ;
ლობიო, 1 ჭიქა (მზა სახით) – 13,1 გრ;
ხორბლის ქატო, 0,5 ჭიქა – 8,4 გრ;
შვრია, 1 ჭიქა – 4,0 გრ;
სტაფილო, 0,5 ჭიქა (მზა სახით) – 2,3 გრამი;
კარტოფილი, გამომცხვარი, კანიანი – 2,5 გრ;
კარტოფილი, გამომცხვარი, კანგაცლილი – 1,4 გრ;
ვაშლი კანგაუცლელი – 2,7 გრ;
მსხალი კანგაუცლელი 0,5 ცალი – 3,1 გრ;
მსხალი კანგაცლილი – 0,5 ცალი – 2,5 გრ;
შავი ქლიავი – 3 ცალი – 3,0 გრ;
თეთრი პური, 1 ნაჭერი – 1,9 გრ;
არაქისი, 10 ცალი – 1,4 გრ.
გაითვალისწინეთ, რომ ბოჭკოს მიღება რეკომენდებულია დღის განმავლობაში შემდეგი დოზით:
51 წლის ასაკამდე: მამაკაცები 38 გრამი, 25 გრამი.
51 წლის შემდეგ: მამაკაცები 30 გრამი, ქალები 21 გრამი.
დამატებითი რჩევები ყაბზობის დროს...
•უზმოზე მიირთვით ორი-სამი ვაშლი კანიანად, 1 ჩაის ჭიქა ცივი თაფლიანი წყალი, ახალი კარტოფილის ან სტაფილოს წვენი.
• ყოველდღიურად სვით 100-150 მლ მჟავე კომბოსტოს თბილი წვენი. დღის განმავლობაში მიიღეთ 500 გ ბანანი (სამ ჯერზე), 1 ჭიქა ყურძნის წვენი ან მარცვლები, ესეც - დღეში სამჯერ: დილით, უზმოზე, სადილამდე ერთი საათით ადრე და საღამოს, ძილის წინ.
• აიღეთ 300 გ თაფლი და 150 გ ალოე (ალოე მოჭრამდე ორი კვირის განმავლობაში არ უნდა მოირწყოს). თაფლი ოდნავ შეათბეთ (გაადნეთ), ალოეს ფოთლებიდან წვენი მაქსიმალურად გამოწურეთ, ერთმანეთში აურიეთ და მაცივარში შედგით. მიირთვით 1 სადილის კოვზი დღეში ორჯერ - დილით, უზმოზე და საღამოს, ძილის წინ. აუცილებლად დააყოლეთ წყალი.
• აიღეთ 2 ჩაის კოვზი ბაბუაწვერას ფესვი, დაასხით ერთი ჭიქა ცივი ანადუღარი წყალი, 8 საათით დააყენეთ. მიიღეთ დღეში ოთხჯერ ჭამის წინ 1/4 ჭიქა.
• აიღეთ 180 გ კეფირი, შეურიეთ 10 გ მცენარეული ზეთი, კარგად აურიეთ და ძილის წინ მცირე ულუფებით ნელ-ნელა მიირთვით.
• აიღეთ 20 გ დაქუცმაცებული ხეჭრელას ქერქი, დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი, ადუღეთ 15-20 წუთს. მიიღეთ საღამოობით, ძილის წინ, 1/2 ჭიქა.
ფიზიკური აქტივობა და შეკრულობა
მოძრაობა, ფეხით სიარული და აქტივობა შეკრულობის სამკურნალო კომპლექსის წამყვანი კომპონენტია. ამ პრობლემის მქონე ადამიანებს, როგორც წესი, მუცლის კუნთების დაჭიმულობა და ჭიპისა და მის ქვემოთ არსებულ არეში უსიამოვნო შეგრძნებები აწუხებთ. ასე რომ, კარგი იქნება, თუ დილაობით, უზმოზე, რეგულარულად ჩაიტარებთ თვითმასაჟს. ეს მარტივი და იოლად შესასრულებელი პროცე-დურაა: სამი თითით (საჩვენებელი, შუა და არათითით) 3 წუთის განმავლობაში მსუბუქად უნდა დააწვეთ მუცლის კედელს. ზეწოლა უნდა განხორციელდეს 5-6-ჯერ, მცირე პაუზებით, ქვედა და ამავე დროს ცენტრისკენული მიმართულებით. ამის შემდეგ ერთი ჭიქა თბილი წყალი უნდა დალიოთ და ისე წამოდგეთ. ძლიერი ეფექტი აქვს მუცლის ხუთწუთიან წრიულ მასაჟს თბილ აბაზანაში (აბაზანა უმჯობესია მჯდომარე პოზაში დღეგამოშვებით მიიღოთ). კარგია დღეგამოშვებით 20-წუთიანი წიწვოვანი აბაზანებიც.
თუ ამ ფონზე ყაბზობა მაინც აღინიშნა, აუცილებელია ვიზიტი გასტროენტეროლოგთან ყაბზობის მიზეზების დასადგენად. მანaმადე კი შეგიძლიათ გამოუვალ შემთხვევაში მიიღოთ საფაღარათო საშუალება (შერჩევაში დაგეხმარებიან ფარმაცევტები), მაგრამ ეს ძალიან იშვიათი უნდა იყოს.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
გულისა და სისხლძარღვებისთვის ყველაზე სასარგებლო სასმელია პომიდვრის წვენი. ის აქვეითებს შაქრის დონეს
დიდი ბრიტანეთის დიეტოლოგებმა, კვლევების საფუძველზე, განაცხადეს, რომ არსებობს პროდუქტების ნაკრები, რომელიც
ცნობილია, რომ ნიგოზი ებრძვის კიბოს, აქვეითებს ანთების დონეს, ამუხრუჭებს დაბერების პროცესს და
მუცლის შებერილობას იწვევს აირების ჭარბი დაგროვება, ამის შესამცირებლად იყენებენ პრეპარატებს, რომლებიც ხელს უწყობს ნაწლავში დაგროვილი აირების შთანთქმას.
რა დაავადებაა პნევმოსკლეროზი, როგორ ვლინდება იგი და რას გულისხმობს ამ პათოლოგიის პროფილაქტიკა,
ტესტით სისხლში იძებნება დაავადებისთვის დამხასიათებელი დნმ-ის ფრაგმენტი, რაც ინვაზიური სადიაგნოსტიკო
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად