ფეხებზე პარსვის შემდეგ რა შეიძლება წავისვა? მირჩიე... | რჩევები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

დეკემბერი 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები

კატეგორია - რჩევები

28-10-2012

-ფეხებზე პარსვის შემდეგ რა შეიძლება წავისვა? მირჩიეთ

პასუხი
-საერთოდ ეფექტურობის მხრივ პარსვა ნაკლებ ეფექტურია; შედარებით ეფექტური რომ გახადოთ გაითვალისწინეთ შემდეგი რჩევები: გაიპარსეთ შხაპის შემდეგ ან გაპასვის წინ ფეხები დაილბეთ თბილ წყალში. რადგან ცხელი ორთქლი ხსნის ფორებს კანზე, არბილებს თმას, რაც საერთო ჯამში აადვილებს პარსვას; კარგად გაისუფთავეთ კანი. ეს დაგეხმარებათ თავი აარიდოთ არაესთეტიურ წითელ გამონაყარს. გაიკეთეთ პილინგი. გაპარსვამდე და გაპარსვის შემდეგაც გამოიყენეთ ღრუბელი ან სკრაბი ეს მოგაშორებთ მკვდარ, გაუხეშებულ უჯრედებს და თავიდან აგაშორებთ თმის ჩაბრუნებას. ნელი, წრიული მოძრაობით წაისვით საპარსი კრემი. დაასველეთ საპარსი ხელსაწყო. ნუ დააჭერთ ძალიან, თორემ კანს დაიზიანებთ. პარსვა პირველ ჯერზე უნდა მოხდეს თმის ზრდის მიმართულებით, შემდეგ - საწინააღმდეგო!
პარსვა ყოველთვის აზიანებს კანს, სწორედ ამიტომ, აუცილებელია დამატენიანებელი კრემის წასმა. ასევე შეგიძლიათ გამოიყენეთ ეპილაციის შემდეგ სახმარი კრემი, სხვა დადებით თვისებებთან ერთად ის ასევე ანელებს თმის ზრდას. გამოიყენეთ საპარსი ხელსაწყო რამდენიმე პირით. ყურადღება მიაქციეთ რომ საპარსი იყოს კარგად მჭრელი, ერთჯერადი გამოიყენეთ ერთჯერადად, (მაქიმუმ 2-3 ჯერ). პარსვის პროცესში რამდენჯერმე დაასველეთ საპარსი ცხელ წყალში. საპარსის პირები შეცვალეთ ყოველი 5-6 პროცედურის შემდეგ.
თუ გაპარსვის შემდეგ გამონაყარს უჩივით, მაშინ გაპარსვის შემდეგ გაიშრეთ ფეხები, დეზინფექციის მიზნით დაიმუშავეთ კანი ქაფურის სპირტით და შემდეგ წაისვით გიოქსიზონის (შეიცავს ტეტრაციკლინსაც და ჰიდრკორტიზონსაც) მალამო და ყურადღება მიაქციეთ, გაპარსვის დროს გამოყენებული საპონი ხომ არ გაძლევთ ალერგიას.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
ჟურნალში Neurology გამოქვეყნდა ახალი კვლევის შედეგები, რომელთა თანახმადაც,_ ტრანსცხიმების ხშირად გამოყენება (მაგალითად კარტოფილი-ფრის)
ნიუ-იორკის ბევრმა მცხოვრებმა დაიწყო მწნილის წვენის შეძენა. ერთი ქილა მწნილის წვენის ფასი 3-დან 45 დოლარამდეა.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
კბილის ზომამ სიგრძეში შეადგინა 3,72 სმ. პაციენტმა ექიმს მიმართა მწვავე ტკივილის გამო. კბილმა, ანომალური ზომების გამო, გამოიწვია ზედა ყბის ანთება.
მამობის მსურველი მამაკაცებისთვის ჩასახვის შანსი იზრდება კარგი ძილის შემთხვევაში. რეკომენდებულია დასაძინებლად დაწოლა 22:30 საათზე.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად