რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-გამარჯობათ, გთხოვთ მირჩიოთ სექსის დროს არასასურველი ორსულობა როგორ ავიცილო თავიდან გარდა პრეზერვატივისა? არსებობს თუ არა რაიმე საიმედო პრეპარატები და საშიშია თუ არა მათი გამოყენება შემდგომი დარსულებისთვის,ანუ მათი გამოყენებით საშიშროება არსებობს რო არ დავორსულდები შემდგომში? გთხოვთ მირჩიოთ რომელი პრეპარატია ყველაზე საიმედო და როგორ უნდა გამოვიყენო?
პასუხი
-კონტრაცეფციის მეთოდის შესარჩევად აუცილებელია გინეკოლოგს მიმართოთ. კონტრაცეპტივები ყველა ქალისთვის ინდივიდუალურად უნდა შეირჩეს. შერჩევა ხდება პაციენტის ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, პრეპარატის თავისებურებებისა და იმის გათვალისწინებით, თუ რომელი მეთოდია ქალისთვის უფრო მისაღები. კონტრაცეპტივების მიღებამდე ყველა ქალმა უნდა ჩაიტაროს საფუძვლიანი გამოკვლევა, რაც აუცილებელია პრეპარატების ზუსტად შერჩევისა და აქედან გამომდინარე, გართულებების თავიდან ასაცილებლად. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე პრეპარატების გამოყენება ნაკლებ სახიფათოა, მაინც არსებობს მათ გამოყენებასთან დაკავშირებული სირთულეები. ამიტომ, ორალური კონტრაცეპტივების დანიშვნა უნდა მოხდეს ექიმის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ და სპეციფიკური გამოკვლევების ჩატარების შემდეგ. შვილოსნობის უნარის აღდგენა დამოკიდებულია იმაზე თუ კონტრაცეფციის რა საშუალება იქნება გამოყენებული.