ძალიან გთხოვთ დამეხმარეთ, გუშინ მქონდა პირველი სე... | რჩევები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები

კატეგორია - რჩევები

27-10-2012

-გამარჯობათ ძალიან გთხოვთ დამეხმარეთ, გუშინ მქონდა პირველი სექსი, ქალიშვილობა დავკარგე,მაგრამ თავი არ დაგვიცვია არანაირი საშუალებით და ძალიან მეშინია დაორსულების, ...........და გთხოვთ მითხარით რამდენად დიდია შანსი რო დავორსულდე? სეკრეციის სითხე რო გამოიყოფა სექსის დროს მამაკაცში ეგ დაორსულების საშიშროებას ხოარ წარმოადგენს?:( და გთხოვთ მირჩიოთ როგორ დავრწმუნდე დავორსულდი თუ არა?

პასუხი
-ქალის დაორსულებისათვის აუცილებელია სპერმალური სითხე მოხვდეს საშოში, თუ მისი სრული დაღვრა მოხდა საშოს გარეთ მაშინ ქალი არ დაორსულდება. ეს მეთოდი ცნობილია შეწყვეტილი სქესობრივი აქტის სახელწოდებით და დაორსულებისგან თავდაცვის ბუნებრივ მეთოდს წარმოადგენს.
ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ პრეეაკულატი უმრავლეს შემთხვევაში არ შეიცავს სპერმატოზოიდებს ან შეიცავს მცირე რაოდენობით უმოძრაო მდგომარეობაში (ასეთ სპერმატოზოიდს არ შესწევს განაყოფიერების უნარი).
თუმცა შეწყვეტილი სქესობრივი აქტის შემდეგ დაორსულების მაჩვენებელმა 19% შეადგინა, რაც აიხსნება იმით რომ ხშირად მამაკაცები სპერმის მცირე ულუფებს გამოყოფენ აქტის დროს(ორგაზმამდე) და ამას ვერ გრძნობენ.
მენსტრუაციის გადაცდენამდე ორსულობის დიაგნოსტიკისათვის უნდა განისაზღვროს ვენურ სისხლში ორსულობის ჰორმონის - ქორიონული გონადოტროპინი. ეს ყველაზე სანდო და უტყუარი მარკერია. სისხლის ანალიზის გაკეთება შესაძლებელია სავარაუდო ჩასახვიდან 7 დღის შემდეგ.
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად