დერმატოლოგმა დამინიშნა ქაფურის სპირტში არეული 4 წა... | კოსმეტოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აპრილი 2021

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - კოსმეტოლოგია

კატეგორია - კოსმეტოლოგია

27-10-2012

-დერმატოლოგმა დამინიშნა ქაფურის სპირტში არეული 4 წამლის ნაზავი (ბისებტოლი,ერითრომიცინი,ლევომიცეტინი,ამპიცილინი) ყოველდღიურად სახეზე წასასმელად. ცხიმიანი კანი მაქვს და საკმაოდ მიხდება, ხელს უშლის გამონაყარის გართულებას.თუმცა ექიმს არ უთქვამს რამდენი ხნის განმავლობაში შემიძლია გამოვიყენო აღნიშნული სითხე. 2 თვეა თითქმის ყოველდღიურად ვხმარობ, სახეს ცოტათი ჭიმავს და აწითლებს. მაინტერესებს ხომ არ იმოქმედებს კანზე ცუდად, კერძოდ ნაოჭების გაჩენას ხომ არ შეუწყობს ხელს მისი სისტემატიური გამოყენება. ვარ 22წლის. მადლობა წინასწარ

პასუხი
-ამგვარი პრეპარატის რეგულარული გამოყენება არ შეძლება, რადგან ეს  ანტიბიოტიკებია, რომელთა რეგულარული მიღება შესაძლოა სხვა უამრავი პრობლემის მაპროვოცირებელ მიზეზად გექცეთ. ცხიმიანი კანის მოსავლელად მოგაწვდით  რამდენიმე საშუალებას:
ლ ი მ ო ნ ი
* ცხიმიან სახის კანს დღეში რამდენჯერმე იწმენდენ ლიმონის წვენში დასველებული ბამბის ტამპონით ან ლიმონის ნაჭრით.
* სახეს იწმენდენ ლიმონის წვენისა და წყლის ნარევით (1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი 1/4 ჭიქა წყალზე).

გ ვ ი რ ი ლ ა
1 სუფრის კოვზ გვირილას ასხამენ 10 ს.კ. არაყს, აჩერებენ 7 დღე მუქ მინის ჭურჭელში, წურავენ და იწმენდენ სახეს კვირაში 2-ჯერ.

მ ა რ ი ლ ი ა ნ ი   პ რ ო ც ე დ უ რ ე ბ ი
თუ ცხიმიან სახეზე კომედონები (შავი წერტილები) და ფერიმჭამელებია, რეკომენდებულია მარილიანი პროცედურები. ბამბის ტამპონს ასველებენ საპნის ქაფში, მოაფრქვევენ გაცრილ მარილს და წრიული მოძრაობით იწმენდენ სახეს 1-2 წუთის განმავლობაში. მარილის კრისტალები შლიან ცხიმის ჯირკვლის საცობს და ხელს უწყობს ცხიმის ადვილად გამოსვლას ჯირკვლებიდან. ამ პროცედურის შემდეგ სახეს იწმენდენ ლოსიონით და იბანენ წყლით. ეს პროცედურა დასაშვებია კვირაში 2-3-ჯერ.

ა ლ ო ე
ცხიმიან, ფორებიან, ფერიმჭამელებიან კანს იწმენდენ ალოეს კონსერვირებული წვენით. კონსერვაციისთვის 4 ნაწილ ალოეს წვენს უმატებენ 1 ნაწილ სპირტს და ინახავენ გრილ, ბნელ ადგილას.

ფ ო რ თ ო ხ ა ლ ი
* ერთ ცალ ფორთოხალს ხეხავენ უმატებენ 1/2 ჩაის ჭიქა არაყს, აჩერებენ 5-7 დღით ბნელ ადგილას, შემდეგ წურავენ და უმატებენ 1 ჩაის კოვზ გლიცერინს.

ამ ლოსიონით ცხიმიან კანს ყოველ საღამოს იწმენდენ. ავიწროვებს ფორებსაც.

* მინერალურ წყალს (1 ჩაის ჭიქა) უმატებენ 1 ს.კ. გრეიფრუტის წვენს და იწმენდენ ცხიმიან, ფორებიან კანს.

ნიღბები ცხიმიანი კანისათვის
ს ტ ა ფ ი ლ ო
1 ცალ მოზრდილ, წვნიან სტაფილოს ხეხავენ. უმატებენ ცოტა ბავშვის პუდრას და მიღებულ მასას იდებენ სახეზე. უხდება ცხიმიან, ფერიმჭამელებიან, მოდუნებულ, ფერმკრთალ კანს.

პ ო მ ი დ ო რ ი
პომიდორს ჭრიან სიბრტყეზე და იდებენ სახეზე. რეკომენდებულია ცხიმიანი, დიდფორებიანი კანისათვის.

კ ო მ ბ ო ს ტ ო
კომბოსტოს ფოთლებს ატარებენ ხორცსაკეპ მანქანაში, ამ ფაფას ურევენ ათქვეფილ კვერცხის ცილასა და იდებენ სახეზე 25-30 წუთით..

ბ ა ვ შ ვ ი ს   პ უ დ რ ა
1 სუფრის კოვზ ბავშვის პუდრას ხსნიან 3%-იან პერეკისში და ისმევენ სახის კანის ცხიმიან უბნებზე. არ შეიძლება თვალებთან ახლოს!

მ ა რ წ ყ ვ ი   დ ა   კ ვ ე რ ც ხ ი
1 კვერცხის ცილას თქვეფენ და უმატებენ 2 ს.კ. მარწყვს (დაჭყლეტილს) თანაფარდობით 1:1 და იკეთებენ ნიღაბს, რომელსაც იჩერებენ 15-20 წთ. შემდეგ იბანენ თბილი წყლით.

ქ ა ტ ო
ცხიმიან კანს უხდება ქატოს (ხორბლის ფქვილის ანაცერი) ნიღაბი. ამისათვის ქატოს ურევენ რძეში და იდებენ სახეზე. ნიღაბი რომ გახმება, სახეს იბანენ თბილი წყლით.   


კომენტარები
18 ოქტომბერი 2015 17:21
გამარჯობა,მაინტერესებს სპირტში გარეული ლეომიცეტინი ფერიმჭამელებს მომიშორებს?
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
გერმანიის რისკების შემფასებელმა ფედერალურმა ინსტიტუტმა გაანალიზა 36 ვეგანისა და 36 პირის (იღებდნენ შერეულ საკვებს) ძვლების მდგომარეობა.
ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები, სტრესის გადატანისას, გვირჩევენ კაკაოს დალევას
„სმარტფარმთან“ ინეტერვიუში ალერგიულ რინიტზე საუბრობს ბაია ბეზარაშვილი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ისრაელში მასობრივი ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოდან დაიწყო. ვნახოთ, რა გვაჩვენა
Los Angeles Lakers-ის ერთ-ერთი მფლობელი, ექიმი პატრიკ სუნ-შიონგი მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ორალურ ვაქცინაზე,
ზოგიერთი პროდუქტი, რომელზეც არის ობის სოკო, განსაკუთრებით საშიშია.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად