რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-გამარჯობათ...ასეთი კითხვა მაქვს-23 აგვისტოს გავაჩინე ბავშვი საკეისრო კვეთით მინდა სპირალის ჩადგმა და რამდენი ხნის მერე შეიძლება? ან სპირალის ჩადგმამდე რითი შეიძლება თავის დაცვა რას მირჩევთ?
პასუხი
-მშობიარობის შემდეგ სპირალის ჩადგმა 1-2 თვის შემდეგ შესაძლებელია აუცილებელი გამოკვლევების შემდეგ. რაც შეეხება ორსულობისგან დაცვის საშუალებებს, კონტრაცეპტივები ყველა ქალისთვის ინდივიდუალურად უნდა შეირჩეს. შერჩევა ხდება პაციენტის ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, პრეპარატის თავისებურებებისა და იმის გათვალისწინებით, თუ რომელი მეთოდია ქალისთვის უფრო მისაღები. კონტრაცეპტივების მიღებამდე ყველა ქალმა უნდა ჩაიტაროს საფუძვლიანი გამოკვლევა, რაც აუცილებელია პრეპარატების ზუსტად შერჩევისა და აქედან გამომდინარე, გართულებების თავიდან ასაცილებლად. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე პრეპარატების გამოყენება ნაკლებ სახიფათოა, მაინც არსებობს მათ გამოყენებასთან დაკავშირებული სირთულეები. ამიტომ, ორალური კონტრაცეპტივების დანიშვნა უნდა მოხდეს ექიმის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ და სპეციფიკური გამოკვლევების ჩატარების შემდეგ. ჩვენ მხოლოდ კონდომის (პრეზერვატის) რჩევა შეგვიძლია.