გთხოვთ მიპასუხეთ. რას ნიშნავს ჭიპის თიაქარი? კონკ... | ზოგადი ქირურგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ზოგადი ქირურგია

კატეგორია - ზოგადი ქირურგია

27-10-2012

-გამარჯობათ, გთხოვთ მიპასუხეთ. რას ნიშნავს ჭიპის თიაქარი? კონკრეტულად რა ხდება ამ დროს მუცლის ღრუში? რამდენად საშიშია და არის თუ არა ქირურგიული ჩარევა განკურნების ერთადერთი საშუალება? გმადლობთ.

პასუხი
-ჭიპის თიაქარი წარმოადგენს გამობერილობას ჭიპის მიდამოში. ზოგადად თიაქრის მარტივი განმარტებაა - მუცლის ღრუს რომელიმე ორგანოს კანქვეშ გამოსვლა.
ჭიპის თიაქარი დაბადებისას ბევრ ახალშობილს აქვს, მაგრამ ზრდის პროცესში, სამ-ოთხ წლამდე, უფრო ხშირად კი ერთ წლამდე იხურება.
როგორც თანდაყოლილი პათოლოგია უმეტესად დღენაკლულ და მცირე წონით დაბადებულ ახალშობილებს შორის გვხვდება. მის განვითარებას ხელს უწყობს დაავადებები, რომლებიც ორგანიზმის კუნთოვან ტონუსს აქვეითებს, მათ შორის - რაქიტი. მაპროვოცირებელი ფაქტორებია ხანგრძლივი ტირილი, ძლიერი ხველა, ჭინთვები დეფეკაციისას შეკრულობის გამო.თუ ჭიპის თიაქარი ბავშვს სამ-ოთხ წლამდე არ დაეხურა, კეთდება ოპერაცია.
მოზარდ ასაკში თიაქარის განვითარების ხელშემწყობი ფაქტორებს მიეკუთვნება: მძიმე ფიზიკური შრომა, რთული მშობიარობა, შარდვის გაძნელება, შეკრულობა, ხანგრძლივი ხველა. მუცელშიდა წნევის მომატება შეიძლება იყოს ერთჯერადი (სიმძიმის აწევა), ან ხშირად – განმეორებადი (ხველა).
თიაქრის ყველაზე საშიში და ხშირი გართულებაა მისი ჩაჭედვა, რაც სასწრაფო ქირურგიულ ჩარევას საჭიროებს, რადგანაც ჩაჭედილი ორგანოები განიცდის ზეწოლას; იხშობა მათი მკვებავი სისხლძარღვების სანათურები, რაც მალე იწვევს ჩაჭედილი ორგანოს ნეკროზს, განგრენას და ვითარდება პერიტონიტი – უმძიმესი გართულება.
თიაქრის მკურნალობა მხოლოდ ოპერაციულია.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
რკინა ერთ-ერთი სტიმულატორია, რომელსაც შეიცავს ბროწეული, მწვანე ვაშლი, წიწიბურა, შავი პური, პარკოსნები
ამერიკელი ექსპერტები შავი ქლიავის რაციონში ჩართვისკენ მოგვიწოდებენ. მასში მაღალია ანტიოქსიდანტების
ბევრი სასარგებლო პროდუქტი ნაკლებად ცნობილი და ბოლომდე შეუფასებელია, მათ შორისაა ნუშის რძე.
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად