რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-მაინტერესებს ხრტილის აღმდგენი საშუალებიდან ყველაზე ეფექტური რომელი არის უკუჩვენების გარეშე რა თქმა უნდა. ახლა ვიღებ ამ პრეპარატს http://www.naturessunshine.com/us/product/glucosamine-60-caps/sku-903.aspx ერთ ადგილას ჩამოაქვთ თბილისში და იქ ვყიდულობ, თუმცა ეს პრეპარატიც ვნახე http://protein.ge/site/ka/sportsmen-health/glucosamine-chondroitin-msm/ და მგონი ესეც ეფექტური, თან აფთიაქებშიც არის. გთხოვთ მირჩიოთ რამე მოზარდი ვარ და მაწუხებს ტკივილები სიცივის დროს. იქნებ ისიც მითხრათ რომელი პროდუქტი უწყობს ხრტილის აღდგენას ხელს, მსმენია თევზი კარგია, მაინც რომელი? გთხოვთ უყურადღებოდ არ დატოვოთ კითხვა, ჩემთვის ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. დიაგნოზი ექიმმა დამისვა თვითნებურად არ ვიღებ წამალს.
პასუხი
-მსგავსი ტიპის კერძო ფირმების მიერ შემოტანილ პრეპარატების გვერდით და უკუჩვენებებზე ინფორმაციას არ ვფლობთ. გირჩევთ მიმართოთ კვალიფიციურ რევმატოლოგს ან ტრავმატოლოგს და დაადგინოთ ტქვენი ტკივილის მიზეზი. ხრტილის აღსადგენად გირჩევთ იკვებოთ კერატინით მდიდარი პროდუქტებით, რომელსაც ყველაზე დიდი რაოდნეობით შეიცავს საქონლის ძვლებისა და მყესების ნახარში, ე.წ. ხაში, მწვანილები, ციტრუსები, განსაკუთრებით გრეიპფრუტი.